სხვადასხვა

კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ფილმები, რომელთა ჩვენებაც კინოთეატრების ნაცვლად ონლაინ-სივრცეში მოეწყო

ამერიკის კინოაკადემიის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ნომინანტების შერჩევის წესის შეცვლის შესახებ „ოქროს გლობუსის“ ორგინიზატორმა, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამაც (HFPA) განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახლა კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ფილმები, რომელთა ჩვენებაც კინოთეატრების ნაცვლად ონლაინ-სივრცეში მოეწყო.

„ლოს-ანჯელესში ყველა კინოთეატრის და კინოდარბაზის დახურვიდან გამომდინარე, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ფილმი HFPA-ს ყველა წევრმა კინოთეატრში უნდა ნახოს, დროებით შეჩერებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გორში მოკლული 9 წლის გოგო დღეს დაკრძალეს

“ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, ანგარიშები გაუყინონ?”- ვინ მისცა ამერიკულ გამოძიებას მის წინააღმდეგ ჩვენება?

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

დატოვე კომენტარი