რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსენი კონგრესში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა:
«ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს [ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან] და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. კომპანიამ ტეხასიდან შექმნა შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ მათ არ წაართვა აღჭურვილობა. ახლა ისინი იქ საერთოდ ვერ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს»-განაცხადა ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
What do @OscarTheGrouch and oligarch Bidzina #Ivanishvili have in common? They’re both puppets who’ve trashed their homes. Today I spoke on the House floor in support of the Georgian people demanding an end to @GovernmentGeo corruption and Russian influence in their country. 🇬🇪🇺🇸 pic.twitter.com/OXhsXvFPei
— Rep. Pete Olson (@RepPeteOlson) January 28, 2020