საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, კონგრესმენების ანგარიში, სადაც საუბარია ბიძია ივანიშვილის რუსულ «კავშირებზე», ნიშნავს იმას, რომ ამერიკისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია. «წერილი არ მინახავს, თუმცა გეტყვით, რომ კონგრესისგან რაიმე სახის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს სიტუაციას აკვირდებიან და მათთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არის უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ წლების მანძილზე დიდი ინვესტიცია გავწიეთ და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით», — თქვა კელი დეგნანმა.
Loading…