კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა

0
239

რა არის კომუნიკაცია? რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, როგორც ინდივიდებისთვის? უპირველს ყოვლისა დავიწყოთ იქიდან, რომ კომუნიკაცია არის ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის. კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით.

ვერბალური კომუნიკაცია სიტყვების მეშვეობით გადაცემული და მიღებული ინფორმაციაა. სიტყვა „ვერბალური“ ლათინურია და ნიშნავს ზეპირს, სიტყვიერს.

არავერბალური კომუნიკაციის განხორციელების რამდენიმე მიმართულება არსებობს, მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. კომუნიკაცია სიტყვების გარეშე, ხმის ტონის, მანერების, გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმისა და ურთიერთბობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.

2. უფრო ადრეულია, ვიდრე ვერბალური; ადამიანები მეტყველების დაწყებამდე ურთიერთობისათვის არავერბალურ კომუნიკაციას იყენებდნენ; ადამიანებთან კომუნიკაციისათვის საჭიროა ვიცნობდეთ სხეულის ენას, რათა: წავიკითხოთ ჩვენი მოსაუბრის არავერბალური ინფორმაცია ანუ გვესმოდეთ სხეულის ენა (ჟესტები, მიმიკა, სივრცის ათვისება) და ამით გავიგოთ მოსაუბრის მდგომარეობა. დავაკვირდეთ საკუთარი არაცნობიერის ასეთივე გამოვლინებებს და ორგანიზება გავუკეთოთ მათ, ცნობიერად ვმართოთ. არავერბალური კომუნიკაციით საუკეთესოდ გამოიხატება ემოციები, დამოკიდებულება, მიმართულება, რაც ძნელად გამოითქმის სიტყვებით; არავერბალური კომუნიკაცია უფრო სანდოდ და გულწრფელად არის მიჩნეული, ვიდრე ვერბალური, რადგან არავერბალური მანიშნებლების კონტროლიუფრო ძნელია, ვიდრე სიტყვების; თუ მათ შორის შეუსაბამობაა, ადამიანები უფრო მეტად არავერბალურ ინფორმაციას ენდობიან.

ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობსო ნათქვამია, რაც 100 %-ით მართალია, თუმცა ნებისმიერ ჩვენგანს შეგვწევს ძალა დავამყაროთ კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. ურთიერთობის დროს აღმოვაჩენთ საერთო ინტერესებს, მიზნებს, მიდგომებსა და დამოკიდებულებებს.

ხშირად ცხოვრებაში ადამიანები აწყდებიან ორი ტიპის კომუნიკაციას:

1. როდესაც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობ და რომლის დროსაც კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს იძენ;

2. ერთნარი ინტერესების მქონე ინდივიდებთან, რომლებთან ურთიერთობაც კიდევ უფრო საინტერესოა.
პირველი უფრო დიდ ენერგიას საჭიროებს, ხოლო მეორე ნაკლებ ენერგიას თუმცა ამავდროულად მეტ ცოდნას.

რას ნიშნავს ვიყოთ კომუნიკაბელურები?პირველ რიგში ეს არის ემოციების მუდმივი თავყრილობა, ვიყოთ კომუნიკაბელურები არ ნიშნავს მხოლოდ სიახლეს ან ახალ ურთიერთობებს, პირიქით ეს მრავალი თვისებების ერთობლიობას წარმოადგენს. ამავდროულად შეიძლება ვიყოთ: ტოლერანტულები, მეგობრულებები, შემოქმედებითები, თავისუფლები და დამოუკიდებლები. ეს ის თვისებებია, რომელსაც ნამდვილი კომუნიკაბელური ადამიანი ატარებს.

ეფექტური კომუნიკაციის დროს ჩვენ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ტექსტის პირდაპირი შინაარსი, არამედ ქვეტექსტიც, ანუ ისიც, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე.
კომუნიკაცია მუდმივად ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ის თან გვდევს ყოველთვის და ყველგან.

 

ვანო გომურაშვილი

http://paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ