კომპოზიტორი, მიხეილ ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ:
„ბანკების კაბალურ ხელშეკრულებებზე და მოსახლეობის გაღატაკების საკითხებთან დაკავშირებით, ვისაც პრობლემები გქონდათ სესხებთან დაკავშირებით და ვისაც უსამართლოდ გაგიყიდეს უძრავი ქონება გამომეხმაურეთ!
პირადში მოგწერთ ჩემს ტელეფონს გავესაუბროთ ერთმანეთს და დავდგეთ ერთად ამ უსამართლობის აღსაკვეთად . გაჩუმება მათ გამართლებას ნიშნავს და არავინ იცის თავად როდის ჩავარდებით ამ მდგომარეობაში !
ვიწყებთ დიდ მოძრაობას !უნდა დასრულდეს ეს ჰალსტუხიანი კრიმინალების თარეში საქართველოში! უნდა გავაჩეროთ სანამ კიდევ არ შეეწირა უამრავი ოჯახი…….კი ვაღიარებ ადრე არ ვიყავი ამ საკითხებში ჩახედული, მაგრამ ახლა კარგად გავერკვიე საკუთარ თავზე.»
განცხადებიდან ჩანს, რომ ის «სითი პარკმა» დააჯარიმა და ამის გამო ბანკი მას სახლს გაუყიდის.
«6 მარტს აუქციონზე გაიტანენ ჩემს სახლს და გაყიდიან არც ერთხელ არ დამირღვევია გრაფიკი დღემდე ვიხდი პროცენტის გადასახადს მაგრამ მაინც ყიდიან.
სითი პარკის ჯარიმის გამო დამიყადაღეს სესხი და დამაწერეს 6 ათასი ლარის ჯარიმა!
სითი პარკმა აღიარა, რომ ვიყავი მართალი, ჩამომაწერა ვალი და მომიხსნა ყადაღა, მაგრამ ბანკი ამას არ აკეთებს, მეტიც, კეთილსინდისიერ გადამხდელს მიყიდის ბინას !
მოგიწოდებთ ვაიძულოთ ბანკები და სახელმწიფო დაარეგულიროს კანონი რათა დაცული იყოს როგორც ბანკის ასევე ადამიანის უფლებები“ — წერს ზაქარეიშვილი