განცხადებები

კომპანია «ზეგ»-ის დირექტორი განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორი თამარ კობერიძე, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს.

როგორც შპს „ზეგ“-ის დირექტორი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

„თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა. როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით“, — აცხადებს შპს «ზეგ»-ის დირექტორი თამარ კობერიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ უნდა ვიდგეთ ბოლომდე»-დღეს აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე ისევ განახლდება

«„ნაციონალები“ გაიქცნენ, თქვენ მიკროფონს არ მირთავთ. ეს არის თქვენი შიში”-გიორგი გახარია

გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს, შეიცვალოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კვალიფიკაცია

დატოვე კომენტარი