covid-19

“კომენდანტის საათის” მოხსნა არ განიხილება-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ე.წ. “კომენდანტის საათთან” დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

“ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილური არ არის და გაუარესების ტენდენცია გვაქვს, კომენდანტის საათი მობილობის შემცირების ერთ-ერთი იარაღია. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება. ევროპის ქვეყნებში კომენდანტის საათი დააწესეს 18:00 საათიდან. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მარტის შუა რიცხვებში როგორი ეპიდსიტუაციაც გვქონდა, ასე თუ გაგრძელდებოდა, მაშინ განვიხილავდით კომენდანტის საათის შემცირებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხდება”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდეა აკრძალული.

Loading…

მსგავსი პოსტები

სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ევროკავშირის საზღვრები შეიძლება კვლავ დაკეტონ

დატოვე კომენტარი