კრიმინალი

კოკაინის ქარხანა თბილისში – ნარკობიზნესს რუსეთის მოქალაქეები მართავდნენ

თბილისში აღმოჩენილი ნარკოლაბორატორია რუსეთის მოქალაქეების მიერ იმართებოდა — ახალი დეტალები

დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილი ნარკოტიკების ლაბორატორია რუსეთის ორ მოქალაქეს — 26 წლის ვლადისლავ მაკარჩუკს და 28 წლის ალექსეი კოროლევს ეკუთვნოდა. ორივე მათგანი უკვე დაკავებულია და სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და მოსამართლის არცერთ კითხვას არ პასუხობენ.

მიუხედავად მათი პოზიციისა, პროკურატურის ინფორმაციით, ორივემ აღიარა დანაშაული. ბრალდება განსაკუთრებით მძიმეა, და მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:

  • 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“

  • 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები

  • 2 კგ-ზე მეტი კანაფის მცენარე, რომელიც ნაქირავებ ბინაში ჰქონდათ მოყვანილი

  • ნარკოტიკების დასაფასოებელი ხელსაწყოები

  • 20 ძირი კანაფის მცენარე სპეციალურად მოწყობილ სათბურში

პროკურორის განცხადებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთმა გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

ამ ეტაპზე გამოძიება ცდილობს დაადგინოს, დაკავებულები მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი, თუ მათი რეალიზაციაც ხდებოდა, და რა დროის განმავლობაში გრძელდებოდა უკანონო საქმიანობა.

შეგახსენებთ, რომ ლაბორატორია დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში იყო მოწყობილი. სწორედ იქ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით, თხევადი კოკაინის გამოყენებით.

მსგავსი პოსტები

12 წლის მოზარდი ქარელის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საშიში სიგნალი ამერიკულ დემოკრატიას: მინესოტაში სენატორი და მისი მეუღლე მოკლეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი