covid-19

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება სრულად მოიხსნა — მთავრობის დადგენილება

მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იზოლაციის ვალდებულება ყველა კატეგორიის ადამიანისთვის გაუქმდა.

დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.

აღნიშნული წესი ვრცელდებოდა კოვიდინფიცირებულის კონტაქტებზე, რომლებიც შემდეგ კატეგორიაში შედიან: არავაქცინირებული პირები; არასრულად ვაქცინირების შემთხვევაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირების შემთხვევაში; კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.

დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში იზოლაცია მოხსნილია, თუმცა მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში – მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ.: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)).“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება.

Loading…

მსგავსი პოსტები

6 ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

დღეს კომენდანტის საათი იხსნება

ფაიზერმა შექმნა ახალი წამალი პექსლოვიდი, რომლის 5 დღის განმავლობაში მიღებისთანავე, კორონათი ინფიცირებული ადამიანი იკურნება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი