covid-19

კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა საქართველოში

8 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 216-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 166 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 282 პაციენტია. მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით პირველი ტალღაც ბოლომდე დამარცხებული არ არის და რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა იქნება ე.წ მეორე ტალღა. მისი თქმით სავარაუდოდ ეს გვიან შემოდგომასაა მოსალოდნელი.

ეზუგბაიას შეფასებით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო, რაც საერთო სურათსაც დაეტყო და ახლა განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა ინფიცირებულების რიცხვს მკვეთრად აჭარბებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევქ საქართველოში

იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება საღამოს 20:00 საათამდეა შესაძლებელი

«დარჩით სახლში…»-პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დატოვე კომენტარი