განცხადება/მიმართვა

“კობახიძის პატრონს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ივანიშვილს. ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს”-ბესელია ივანიშვილს მიმართავს

“ქართული ოცნებიდან” წასული  დეპუტატი  ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარეს უპირისპირდება და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ირაკლი კობახიძე პარლამენტიდან წაიყვანოს.

„მე ვთქვი რომ ასეთ სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არასდროს არ ვიქნებოდი. არ დავეთანხმე რა თქმა უნდა ვიცე -სპიკერობას. ჩემი თანამდებობაც დავტოვე იმიტომ რომ ის სია შემეჩერებინა. თანამდებობებს ვინ არის გამოკიდებული კარგად ვხედავთ. ჩემი მისამართით მაინც სირცხვილია, ნუ იყენებს ასეთ ტერმინებს. იმიტომ რომ გინდ ყოფილა ახლა პარლამენტის თავმჯდომარე და გინდ არა. ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს: გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთო ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარეო, ახლა იმ მდგომარეობაშია უკვე და მე არ მგონია რომ პერსონაჟებთან პარალელებს გავლებით კიდევ უფრო შორს უნდა წავიდე მაგრამ უბრალოდ გამახსენდა. მის პატრონს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ივანიშვილს. მოკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაჰკიდა ხელი უმრავლესობის სხდომაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად , ოღონდ მე არ მოვუშვი საერთოდ ჩემს სიახლოვეს, ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი,“-განაცხადა “ჟურნალისტებთან”ეკა ბესელიამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსეთს გაზის შანტაჟი აღარ გაუვა

Joni Kvaracxelia

ფინეთი, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სერიოზულად დაფიქრდა ნატოში გაწევრიანებაზე

“ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ვყოფილვართ მტრები ასე გამოდის…”-კალაძე აშშ-ზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი