განცხადებები

კობახიძე: «ქართულ ოცნებაში» განახლების მეორე ტალღა გვჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტია «ქართული ოცნების» შესაძლო განახლებაზე ისაუბრა:

«ჩვენ, გახსოვთ, რომ წინა არჩევნებისთვის დავდეთ ეს პირობა, რომ გუნდი თვისებრივად განახლდებოდა და რეალურად ამ შედეგს მივაღწიეთ და ეს საზოგადოებამ იხილა. ახლა გვჭირდება მეორე ტალღა განახლების, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამომრჩეველისთვისაც, როდესაც ის გააკეთებს არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

აქედან გამომდინარე, მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ამ პროცესს და ბუნებრივია, ეს პროცესი წარიმართება იმ იერარქიის შესაბამისად, რომელიც არის ჩამოყალიბებული პარტიაში. პარტიას ყავს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური საბჭო და ა.შ. ზუსტად ამ იერარქიის შესაბამისად, წარიმართება პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესს უხელმძღვანელებენ მთავარი თანამდებობის პირები, რომელიც არიან წარმოდგენილი პარტიაში და მისი მთავარი ორგანო, ეს არის პოლიტიკური საბჭო და გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატთა თაობაზე.»- განაცხადა «მაესტროს» ეთერში ირაკლი კობახიძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსეთი არამხოლოდ საქართველოს კარზეა მომდგარი, არამედ თქვენი სახლის შიგნითაცაა»-მეთიუ ბრაიზა

Joni Kvaracxelia

«თბილისი პრაიდის მოწყობა არის ანტისახელმწიფოებრივი და წარმოადგენს უდიდეს რისკს ქვეყნისათვის»

Joni Kvaracxelia

«ხალხი მოაგროვეს და მეც მათთან ერთად ჩამოვედი»- „პატრიოტთა ალიანსის“ მომიტინგემ არ იცის, რისთვის არის მისული აქციაზე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი