განცხადება/მიმართვა

კობახიძე ისევ ამბობს, რომ გახარია ნარკოდამოკიდებულია და «ხელიდან წავიდა»

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც კობახიძის მტკიცებით, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა, თბილისის საკრებულოს სიაშია.

კობახიძე ამბობს, რომ ხსენებული პიროვნება თავად გიორგი გახარიას პარტიის წევრია, თუმცა მის ვინაობას არ ასაჯაროებს.

«ქალი არის თბილისის საკრებულოს სიაშია. თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ის არც არასდროს ყოფილა ქართული ოცნების წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან. უტყუარია ეს ინფორმაცია — გვაქვს ეს ინფორმაცია. ქალბატონს ეხება საქმე, მძიმე შემთხვევაა და მოვერიდები რომ მისი სახელი დავასახელო», — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე — როდის გასინჯა გახარიამ კოკაინი, კობახიძე ასე პასუხობს: «მას შემდეგ რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან».

Loading…

მსგავსი პოსტები

პირველი პაციენტი, რომელმაც საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა-მარინა ეზუგბაიას განცხადება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«როცა „ძველი“ თაობა მოკვდება საქართველოში ისევ ჩავალ»-დემნა გვასალია

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ 20 %, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 %,მისცემდა ხმას

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი