“კი კი ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები…”-სოფო ნიჟარაძე

0
409

დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „შუადღე“ მხოლოდ ქართულზე სასაუბროდ გიორგი გაბუნია და თიკა ფაცაცია მიიწვიეს. წამყვანის შეკითხვას, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჟიურის შემადგენლობაში, გიორგი გაბუნიამ ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა – არ ვიცით იქნება თუ არა სოფო ნიჟარაძე ჟიურიში, ვინაიდან ის ფეხმძიმედ არისო და აქვე დასძინა, რომ მამა თვითონ არაა. ისეთი დამაჯერებელი იყო „რუსთავი 2“-ის წამყვანი თავის განცხადებაში, ამბის გადასამოწმებლად სოფოს დავუკავშირდით.

– სოფო, გიორგი გაბუნიამ დღეს „შუადღის“ ეთერში თქვენი ფეხმძიმობის ამბავი გაახმაურა…

– ბატონო?

– პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ფეხმძიმედ ხართ და ამიტომ არ იცის, იქნებით თუ არა ლაივებზე ჟიურის წევრი…

– (იცინის) კი, კი, ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები…

– არა, მამობა იქვე უარყო გიორგიმ.

– ააა, უარყო? არის! ეგ არის მამა! გოგოს ველოდებით, ჯულეტა უნდა დავარქვათ (იცინის)… არ არის ნორმალური რაა!. რას გადამეკიდა, რა უნდა?!

წყარო:primetime.ge

ფაქტები.ჯი

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ