კინზინგერი კონგრესში კვლავ აირჩიეს

0
227

წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი კვლავ კონგრესმენია. ილინოისის შტატის მე-16 ოლქის ამომრჩევლებმა იგი კონგრესში საკუთარ წარმომადგენლად ხელახლა აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელი კინზინგერი საარჩევნო მარათონში ხმათა 65%-ით იმარჯვებს.

კინზინგერი კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია. წარმომადგენელთა პალატაში მისი თანამდებობის შესაბამისად, კინზინგერი ხშირად ეხმაურება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უმეტესად პროპორციული გახდა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ