მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ რუსეთში წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
«მე მზად ვარ, წავიდე რუსეთში, იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან მიყვარს. იქ იციან სიმღერის მოსმენა, კინოს ყურება. არ მიფიქრია, რომ ჩემს გარშემო ასეთი აჟიოტაჟი ატყდებოდა, როცა ორდენის მიღებაზე უარი ვთქვი. ყოველთვის ვამბობ, რომ არ შემიძლია ვუმღერო ადამიანს, რომელიც მირტყამს, მე კი ვერ ვპასუხობ. და მე წავედი, მორჩა. ბევრმა ნაცნობმა მითხრა, „მერე შენ რა, ყველა მიდის, ყველა მღერის». მე კიდევ ვეუბნები, რომ არ შემიძლია, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ვთვლი, რომ საკუთარ თავთან მართალი ვარ. ჩემთვის უხერხული იქნება, თვალებში შევხედო ბავშვებს და შვილიშვილებს. ”