განცხადებებიომი უკრაინაში

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადება

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ დედაქალაქი თავდაცვისთვის ემზადება.

კლიჩკოს თქმით, კიევი საომარი მდგომარეობის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას და საგანგებო ვითარების შემთხვევაში, მოქალაქეების უსაფრთხოების, ასევე ქალაქის ფუნქციონირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კიევის მერიამ და საკრებულომ გადაუდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად სხდომა გამართეს.

კიევის მერის თქმით, დედაქალაქის ჰუმანიტარული შტაბი მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენ ვიზიდავთ დახმარებას, ვქმნით პროდუქტებისა და საქონლის აუცილებელ რეზერვს. ჩვენ ვაგროვებთ თანხებს ტერიტორიული თავდაცვისა და ჩვენი დამცველების აღჭურვილობის შესაძენად. მუშაობს ყველა კომუნალური სამსახური. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს გვეხმარება – თითოეულს თავისი შრომითა და ძალისხმევით. მადლობა ჩვენს მამაც მცველებს! მადლობა მოხალისეებს! ერთად დავდგეთ! დიდება უკრაინას“, – განაცხადა კლიჩკომ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს განცხადება მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე

თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ხელისუფლება საზოგადოების მხრიდან უფრო ძლიერ პროტესტს მიიღებს — გიგა ბოკერია

ევროკავშირში «უვიზო რეჟიმის» ახალი რეგულაციები

დატოვე კომენტარი