ომი უკრაინაში

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვასილკოვოში ავიადარტყმის შედეგად იწვის ნავთობის ბაზა. ოკუპანტების თვითმფრინავებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს ნავთობის ბაზას“, – წერს კულება.

კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, ქალაქ ვასილკოვოს აეროდრომის მიმართულებით მიტანილი ავიაიერიშის დროს სულ მცირე ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.

ადგილზე მუშაობენ მაშველები. ჯერ უცნობია, დაზიანდა თუ არა საცხოვრებელი სახლები

Loading…

მსგავსი პოსტები

აფრიკელი სტუდენტები შველას ითხოვენ

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება

Joni Kvaracxelia

რუსეთში სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონი შეიცვალა

დატოვე კომენტარი