«კიდურწაისრული კალიგრაფიული სკოლა აფხაზეთში იღებს სათავეს»

0
664

ეს ტაძარი გუდაუთის რაიონის სოფ ლიხნის X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ლიხნის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარია. ტაძარის კედლებს ამშვენებდა 17-ზე მეტი ქართული ასომთავრული და მხედრული დამწერლობით შესრულებული წარწერა, რომელიც დღეს განადგურებულია. მათ შორის უნიკალურია წარწერა 1066 წ. კომეტა ჰალეიას გამოჩენის შესახებ უზუსტესი სამნაირი დათარიღებით (დასაბამიდან, ქორონიკონი, ინდიქტიონი), თვის (აპრილი) და დღეების (ბზობიდან აღდგომამდე , 9-16 აპრილი) მითითებით:

„კურთხეულ ხარ, ღმერთო, ყოვლად ყოველსა შინა. ესე იქმნა დასაბამითგან წელთა ხქჲთ, ქორონიკონსა სპჲ, მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა ინდიკტიონსა ლჱ, აპრილსა თუესა, ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა, ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვეა. ესე იქმნა ბზობითგან აღვსებამდის“.

ამ მოვლენის შესახებ მსოფლიოში მოიპოვება სულ 4 ცნობა, მაგრამ ასე ზუსტად ათარიღებს მხოლოდ ჩინური ქრონიკა და ლიხნის ტაძრის წარწერა.

საინტერესოა ისიც , რომ ქართული ასომთავრული წარწერების კიდურწაისრული კალიგრაფიული სკოლა აფხაზეთში იღებს სათავეს და ასევე პირველად გუდაუთის რაიონში დასტურდება.

ქართულ ტაძრებს აფხაზეთში თავისი მრევლი აუცილებლად დაუბრუნდება და მათში წირვა-ლოცვა ქართული ენით აღევლინება! გილოცავთ მარიამობას, გაისად სოხუმში!

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ