სხვადასხვა

კიდევ ერთი ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით საქართველოს დედაქალაქში

ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ ცხრება — მოწოდებები ისმის ყველგან, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის წევრის მიერ «არა რუსულ კანონს». ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი ერთვება უმრავლესობის მიერ ინიცირებული კრემლისტური კანონის წინააღდეგ გამართულ საპროტესტო აქხიებში. ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის. ამიტომ, ხვალ, 14 მაისს, მესამე მოსმენით ქართული ოცნება ამ კანონის მიღებას გეგმავს.

ხელისუფლება «ტრადიციას» არ ღალატობს და დაშინებით ცდილობს საპროტესტო მუხტის ჩაქრობას. ამ მიზნით, ოპოზიციურ ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ხელისუფლების დაკვეთით ზონდერჯგუფები ფიზიკურად უსწორდებიან. ახდენენ საცხოვრებელ სახლებთან ჩასაფრებებს და ე.წ. კასტეტებით თავს ოპოზიციურად განწყობილ მომიტინგეებს ესხმიან.

ხელისუფლების დაკვეთის შედეგად სასტიკად ნაცემია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თავჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ასევე, პარტიის «გირჩი მეტი თავისუფლება» ერთ-ერთ წევრი, ბორის ჩელე ყურუა. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წევრია. ნაცემებსა და დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის ლიდერები.
ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აქტივისტების დაშინება, ტერორი, უკავშირდებიან მომიტინგეების ოჯახის წევრებს, ემუქრებიან მათი ლიკვიდაციით. აქტივისტების დევნას ახორციელებს პოლიციაც, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით უამრავი საქმეა აღძრული, აღსანიშნავია, რომ პოლიცია სასამართლოს დაკავებულთა წინააღმდეგ მტკიცებულებებს ვერ წარადგენს. თუმცა, სასამართლოც ხელისუფლებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს აჟღერებს. ამის ნათელი მაგალითია — ოპოზიციური პარტიის წევრების პატიმრობა, მაგალითად გელა ხასაია — პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება.

მას სპეცრაზმის კორდონის გარღვევას ედავებიან, თუმცა მტკიცებულებების გარეშე… გელას მსგავსად უამრავი შემთხვევაა, როდესაც აქტივისტებზე უმიზეზოდ ხდება სისხლის სამართლის მძიმე მუხლის წაყენება. საინფორმაციო სააგენტოს paqtebi.ge-ს პარტიის «კანონი და სამართლის» საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თამარ ქუთათელაძე დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, 12 მაისს, ღამის საათებში, როდესაც ამავე პარტიის წევრი, რამაზი შავგულიძე სახლში ორ თანატოლთან ერთად აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, კრიმინალურმა პოლიციამ გააჩერა. რამაზ შავგულიძეს ჯერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს და მისი ჩვენების შემდეგ, დოკუმენტის დასურათება გადაწყვიტეს, რაზეც შავგულიძემ მიუთითა, რომ არ ჰქონდათ ამის უფლება. ამის თქმის შემდეგ შავგულიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამაზმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.

«ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ საქმეთა მდივანს სასტიკად გაუსწორდნენ, ცხვირი აქვს გატეხილი და ასევე, მიიღო ტვინის შერყევა,» — აცხადებს თამარ ქუთათელაძე.

ამის შემდეგ paqtebi.ge რამაზ შავგულიძეს დაუკავშირდა. თუმცა მან ჩვენს სააგენტოსთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მოგეხსენებათ, რომ რამაზ შავგულიძე აქტიურად იყო ჩართული როგორც გასულ წელს, ისე ახლა, «რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში, ქუთაისიდან ახალგაზრდების მობილიზებასა და პარტიის მენეჯმენტში.

ჩვენი ინფორმაციით, ის თავის საცხოვრებელ ბინაში იტოვებდა აქციის მონაწილეებს.

რამაზ შავგულიძე აქტიურად მუშაობს პარტიებს შორის კოორდინირებულ გეგმაში. ის წარმოადგენს პარტიას «კანონი და სამართალი». იგივე საქმიანობითაა დაკავებული «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იგორ ნარმანია, «სტრატეგია აღმაშნებელში» — ლაშა დიაროვი.
აღსანიშნავია, რომ დიაროვისა და ნარმანიას წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.

თამარ ქუთათელაძის ინფორმაციით, რამაზ შავგულიძის საქმიანობა გახდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური თავდასხმის მიზეზი.

ასევე, თამარმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პარტიაში «კანონი და სამართლი» მოსვლამდე აქტიურად იყო ჩართული ენმ-ის ახალგაზრდულ აქტივობებსა და დასავლეთ საქართველოდან ახალგაზრდების მობილიზებაში.

საინფორმაციო სააგენტო paqtebi.ge თვალს აქტიურად მიადევნებს რამაზ შავგულიძის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას. შესაძლოა, სხვა მომიტინგეების მსგავსად ისიც აღმოჩნდეს სახლში მისვლისას ჩასაფრების და მორიგი თავდასხმის ობიექტი.
ისმის რიტორიკული კითხვა — ვინ იქნება შემდეგი, ვისაც მთავრობა სცემს, დააშინებს და გააჩუმებს?!.
Home — ფაქტები-ge

მსგავსი პოსტები

საგანგაშო ვითარება საქართველოში, წითელას ვირუსის 1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ვაჟა- ფშაველას სახელობის სამკითხველო დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს განაჩენი გამოუტანეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი