“მთელი ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ივანიშვილის ბანდას, რომ შეწყვიტოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილება და იმ კანონის გატარება ყოველდღიურობაში და ზოგადად იმ კანონის მოქმედება, რომელიც არის სასიცოცხლო საფრთხისშემცველი კონსტიტუციური წესრიგისთვის ჩვენს ქვეყანაში, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის. ასე, რომ კიდევ ერთი მკაფიო სიგანლი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერდა, თუმცა, სამწუხაროა, რომ ივანიშვილის ბანდა არ აპირებს მოისმინოს ეს გზავნილები, თუმცა მოუწევს 26 ოქტომბერს მოუწევს ქართველი ხალხის მტავარი გზავნილის მოსმენა”
ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ფავლენიშვილი 36 ქვეყნის განცხადებას.
