პოლიტიკა

კვლევა ზუგდიდში, რომელმაც “ქართული ოცნება” შოკში ჩააგდო

timer.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით ზუგდიდში ჩატარებულმა შიდა კვლევამ მმართველი პარტია შოკში ჩააგდო. ნაციონალური მოძრაობა – 36%, „ქართული ოცნება“- 27%.

მმართველმა პარტიამ შიდა კვლევების ჩატარება სამეგრელოდან დაიწყო. ზუგდიდში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა „ოცნება“ შოკში ჩააგდო.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო გვიყვება:
„შიდა კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა. ზუგდიდში სულ 108 უბანია. აქედან გამოკითხვა 43 უბანში ჩატარდა. ხმები ასე გადანაწილდა : ნაციონალურ მოძრაობას მხარს 36% უჭერს, „ქართულ ოცნებას“ – 27%, ამომრჩეველთა 17% გადაწყვეტილი არა აქვს თუ ვის მისცემს ხმას. 9% სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველია, დანარჩენი გამოკითხულები კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ“.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ შიდა კვლევის ჩატარების შემდეგ ზუგდიდის სოფლების გამგებლები დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს თუ რატომ აქვს მმართველ პარტიას ასეთი დაბალი შედეგები.
გამგებლებს თავის მართლება სულაც არ დაუწყიათ, მათ ავად წაუყენეს ზემდგომებს პრეტენზიები. კერძოდ, გამგებლებმა „ოცნების“ და ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს უთხრეს, რომ პასუხი საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის მოეთხოვათ, რომლებიც მათი განცხადებით, საჯაროდ ტაშს „ოცნებას“ უკრავენ, თუმცა ოჯახის წევრებთან ერთად ხმას ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შიდა კვლევები ზუგდიდის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა. „თაიმერი შეეცდება მათი შედეგების მოპოვებას.

წყარი:თაიმერი

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ საქართველოს 132 მილიონი დოლარით დაეხმარება

roma sajaia

ჩატარდება თუ არა 15 მაისის აქცია?-ნიკა მელიას განცხადება

roma sajaia

„თავისუფალი საქართველო“: პროკურატურა სამართლიანობის აღდგენას ბლოკავს

დატოვე კომენტარი