სხვადასხვა

კვლევა:დეზინფორმაციის 72% რუსეთიდან მოდის

პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი.

მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები იყო.

დეზინფორმაციის ყველაზე დიდი ნაკადი, 38% ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყო მიმართული. 9% დიდ ბრიტანეთს უმიზნებდა, 6% — გერმანიას. 4-4% თითქმის თანაბრად განაწილდა ოთხ ქვეყანაზე: საფრანგეთი, ავსტრალია, ჰოლანდია და უკრაინა. 31% სხვა ქვეყნებზე იყო გათვლილი.

commersant.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში მოქალაქეებისთვის SMS რეკლამები აიკრძალება?

ტარიელ ონიანი ციხიდან გაათავისუფლეს

«როგორც ასლანის რეჟიმი იყო ძირგამომპალი და დაეცა, ზუსტად ასევეა ივანიშვილის რეჟიმიც და დაეცემა»-მიხეილ სააკაშვილი

დატოვე კომენტარი