განცხადებები

კელი დეგნანი იმედოვნებს რომ ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

“ქართველი ხალხი სხვადასხვა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათთვის მთავარი პრობლემები არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სურთ, პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ ამ საკითხებზე პარლამენტში. იმედი მაქვს, პარტიები, მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვის სხვადასხვა ვარიანტის განხილვისას ამას გაითვალისწინებენ,“ — აღნიშნა ელჩმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ იმ საკითხების გადაუდებლობა, რაც ქართველ საზოგადოებას აწუხებს, პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ერთად მუშაობისკენ უბიძგებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პაპუნა უგრეხელიძის მიერ სექსუალურად შევიწროებული თანამშრომლის ვინაობა გასაჯაროვდა. ახლა უგრეხელიძეს უკვე სასამართლოში მოუწევს თავის მართლება

«ბიძინა ივანიშვილს ვეტყვი…»-გოგი წულაია ციხიდან ივანიშვილს მიმართავს

roma sajaia

«ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“-ზაზა სარალიძე

დატოვე კომენტარი