“კედელ-კედელ დავდივარ და ვეძებ ამ ბებოების ამბებს”-ნანუკა ჟორჟოლიანი

0
1201

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

“გარემოვაჭრეების გადაყვანა ხომ უნდოდათ რუსთაველზე, ჰოდა რამდენიმე
არ გადავიდა. სადაც შვილმკვდარი მამის კარავი იყო, იქ გაყიდული არაფერი შეგვერგებაო.

ამ ამბავში ვინც მათ დაცვას ცდილობდა (ლაშა ჩხარტიშვილი) დააკავეს, ეს ბებოები ადგნენ და წავიდნენ ლაშას სასამართლო პროცესზე. თუ გირაოს შეუფარდებენ ფულს შევუგროვებთო.

კედელ-კედელ დავდივარ და ვეძებ ამ ბებოების ამბებს, რომელიც ყველაზე კეთილი მეზღაპრის დაწერილი მგონია. დაიმახსოვრეთ სახეებზე და თუ რუსთაველზე მოხვდებით, აი ნაძვის ხისკენ, მოძებნეთ ეს საოცარი ადამიანები და ერთი რამ მაინც იყიდეთ მათგან.”

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ