განცხადებები

კახა კალაძე არის «ქართული ოცნების» გამორჩეული წევრი-არჩილ თალაკვაძე

დედაქალაქის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში კანდიდატებზე რაიმე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა.

„კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა და კიდევ არა ერთი პროექტი წინ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენი გუნდის მიერ გაცემულ დაპირებებს შევასრულებთ, მათ შორის დედაქალაქთან მიმართებაში. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა, ზოგადად არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით, თუმცა კანდიდატებზე რაიმე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა, შესაბამისად ჯერ ძალიან ადრეა მე გავაკეთო კომენტარები ჩვენს კანდიდატებთან დაკავშირებით. ერთი რამ კი ცალსახად მინდა გითხრათ, რომ კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მას აქვს საზოგადოების ნდობა, რაც ასე მნიშვნელოვანია მომავალის პოლიტიკისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

არჩილ თალაკვაძემ აღიარა, რომ იტალიაში მართლაც იმყოფებოდა

საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება — ამირან გამყრელიძე

«ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით…»-ნიკა მელია «ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლაზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი