«კაცები კონკურენტებადაც არ გთვლიან…გირჩევთ, კაცებს გაეჯიბროთ, უკეთესი სანახაობა და გასართობი გამოდის»-ბაია პატარაია

0
351

უფლება დამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

«ხშირად მინახავს ქალებზე მოწუწუნე ქალები, რომლებიც ამბობენ რომ ქალი უფროსი ცუდია, ქალი კოლეგა ცუდია, შურიანი კონკრუნეცია იციანო.
ძვირფასო ქალებო, იცით რა არის მაგაზე უარესი? როცა კონკურენტადაც არ აღგვიქვამენ, როცა არც კი გედრებიან, იმიტომ რომ შენ რა პონტში უნდა შეგედაროს, როცა სხვადასხვა ლიგაში თამაშობთ?!
ჰოდა, თუ ზუილი გინდათ, იმაზე იზუილეთ, რომ კაცები კონკურენტებადაც არ გთვლიან არსად და არაფერში!
ქალები რომ ერთმანეთს სერიოზულად აღიქვამენ, ეგ კარგია. ერთმანეთს როცა წრეგადასულად პორჭყნიან – ეგ ცუდია. ვისაც კონკურენციის ვნება გაქვთ, გირჩევთ, კაცებს გაეჯიბროთ, უკეთესი სანახაობა და გასართობი გამოდის.
პ.ს. მინიშნება: თუ სერიოზულ ბრძოლაში აპირებთ შესვლას, აუცილებლად დაგჭირდებათ სხვა ქალების დახმარება. ” – წერს ბაია პატარაია

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ