განცხადებებიპოლიტიკა

«კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შეთანხმებაზე ხელმოწერის, სადაც ამნისტიის კანონპროექტი იქნება ასახული»-ლევან ხაბეიშვილი

«ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე, სადაც ამნისტიის კანონია, ანუ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დამნაშავეები უნდა გათავისუფლდნენ, არის სრული სიგიჟე და ისტორიის გადაწერაში თანამონაწილეობა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ამაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.

რაც შეეხება შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნას, ლოგიკურია, რადგან ჩვენმა კოლეგებმა დაგვიყენეს რეალობა, როცა პარლამენტში ფაქტობრივად იმდენი ადამიანი შევიდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაც შეუძლიათ. ამიტომ გაიხსნება დისკუსია პარტიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იცით ჩვენი კატეგორიული პასუხი ამ კითხვაზე, როდესაც ერთიანი იყო ოპოზიციის პოზიცია და ჩვენ ვიყავით ბოიკოტში, ჩვენ განცხადებებიც დავწერეთ და მოწინაავეები ვიყავით, ვინც ეს გავაკეთეთ. ამიტომ მას შემდეგ, რაც დადგა რეალობა, მოცემულობა, როცა ჩვენმა კოლეგებმა დაგვაყენეს ფაქტის წინაშე, ახლა უკვე ნიკა მელიას ხელმძღვანელობით როდესაც გაიმართება პოლიტიკური საბჭო, პარტია იქ მიიღებს გადაწყვეტილებას.

პირდაპირ გეუბნებით, რომ მეც არ ვარ ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული, ერთი რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს ამნისტიის გაზიარებას, ამიტომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შეთანხმებაზე ხელმოწერის, სადაც ამნისტიის კანონპროექტი იქნება ასახული»-ამის შესახებ «ნაციონალური მოძრაობის» წევრმა   ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ომიკრონის» ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს-პაატა იმნაძე

«ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა ინფორმაცია»-ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას

გენერალურ პროკურორს აქვს უფლება იყოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში-მამუკა ბახტაძე

დატოვე კომენტარი