განცხადება/მიმართვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

«კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. აღნიშული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტესტირება.
შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.»-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ»-გერმანიის ელჩი

roma sajaia

«მეუღლე როცა ფეხმძიმედ იყო ექიმები მისი გადარჩენის გარანტიას ვერ გვაძლევდნენ…იქნებ ბავშვი მაინც გადარჩესო…»-მამა სერაფიმე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები უკავშირდება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს»-ოქრუაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი