ანალიტიკაპუბლიკაციები

«კარტოგრაფების დროებით განთავისუფლებით ივანიშვილი უმაგრებს პოზიციებს მის სატელიტს, ელისაშვილს რათა ისე შეიყვანოს პარლამენტში»

პირველ რიგში ჩვენს პოლიტპატიმრებს განთავისუფლება მინდა მივულოცო.
მელაშვილისა და ილიჩოვას როგორც დაპატიმრება, ასევე გირაოთი განთავისუფლება წმინდად პოლიტიკური თამაშია. ძალიან ბინძური თამაშია, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკის ხერხემლად იქცა..
დაჭერის მოტივებზე ბევრი გვაქვს ნალაპარაკები. ახლა მინდა განთავისუფლების მოტივებზე გითხრათ ორი სიტყვა:
პირველ რიგში მინდა უფრო ფართო პოკიტიკურ კონტექსტში დაგანახოთ ეს საქმე. რამე თუ მათი განთავისუფლება არ არის უბრალო სამართლებრივი აქტი და დიდი, ძალიან ბინძური თამაშის შემადგენელი ნაწილია. რომლის წყარო «ქართული ოცნების» მხრიდან ხელისუფლევუს უზურპაციის «გაპრავებას» უკავშირდება.
კერძოდ, ქოცებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ოპოზიციის თუნდაც ნაწილის პარლამენტში შეყვანა. ამ მიზნისთვის გამოიყენა ივანიშვილმა «პატრიიტთა ალიანსის» შევარდნაძის დროინდელი კორუფციის მამები, რომლებიც «ევროპელ სოციალისტებად» მონათლა და პარლამენტში დასვა და რაც მთავარია, ამ მიზნისთვის იყენებს მის ყველაზე გრძელვადიან და უნდა ვაღიარო, ყველაზე წარმატებულ პროექტს -ელისაშვილს.

Loading…

ზუსტად ელისაშვილის პირით ახნოვანებს ივანიშვილი თავის გეგმებს. შესაბამისად, შეგახსენებთ, რომ ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის შემდეგი პირობები დააყენა:
1. პოლიტ პატიმრების განთავისუფლება
2. საარაჩევნი სისტემის რეფორმებზე მოლაპარაკებების დაწყება.
კარტოგრაფების დროებით განთავისუფლებით ივანიშვილი უმაგრებს პოზიციებს მის სატელიტს ელისაშვილს რათა ისე შეიყვანოს პარლამენტში, რომ საბოლოოდ არ დააკარგინოს სახე.
ცოტახანში, ამ პირველ ნაბიჯს მოაყოლებს მეორე ნაბიჯის იმიტაციას და დაიწყებენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. რაც გახდება იმისი პირობა, რომ ელისაშვილს მიაბას «გირჩის» შემადგენლობა და მატარებკის ვაგინებივუთ შეარიხინოს პარლამენტში. რაც მათი მოსაზრებით ერთპარტიულ პარლამენტს დემოკრატიის ელფერს დაუბრუნებს.
ზუსტად ამ მიზნებით იწელება ოპოზიცუასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის თარიღის დანიშვნის საკითხიც. რათა «მავრებს გააკეთებინოს თავისი ბნელი საქმე» და გაცილებით მომგებიან პოზიციაში დახვდეს ოპოზიციას მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე. თავისმხრივ ამ მორიგ რაუნდს უკავშირებენ იმ იმედებს, რომ უკვე ნამდვილი ოპოზიციიდან წაუცდეს სული ზოგ დეპუტატს პარლამენტში შესვლაზე.
ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამ ძალიან ბინძურ ქოცურ თამაშზე, მხილების მიზნით და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა ერთიბამ იმაზე აქტიური ბრძოლა უნდა დაუპირისპიროს უზურპატორებს, ვიდრე აქამდე აკეთებდა. ჯერჯერობით ბრძოლის ამ ეტაპზე დრო ქოცების სასარგებლოდ მუშაობს და ეს ოპოზიციის არარფექტიანობის დამსახურება უფროა, ვიდრე ივანიშვილის სიძლიერე.

დავით ნებიერიძე, დაიცავი არჩევანი

paqtebi.ge

 

მსგავსი პოსტები

ინკები

«არ შეიძლება სახელმწიფოს მმართავდნენ კრიმინალები, სკოლის მოსწავლის დამტერორებელნი. თუნდაც ეს ინფორმაცია იყოს ვარაუდის დონემდეც»

რუსეთის არმიის უძლეველობა, მითია. რატომ?

დატოვე კომენტარი