საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი განცხადებას ავრცელებს:
«ევროკავშირი ცდილობს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს. ყურადღებით ვაკვირდებით სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეს. არსებული არხების მეშვეობით ვცდილობთ, მათ სწრაფ გათავისუფლებაში წვლილი შევიტანოთ“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
Loading…