კარანტინი გამოცხადდა ისრაელის 5 ქალაქში

0
244

იერუსალიმში, ბეით-შემეშში, ლოდში, რამლასა და კირიათ-მალახში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო შვიდდღიანი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება.

ისრაელში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 1 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“ 35 533 პაციენტს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 350-ს აღწევს. ქვეყანაში 18 532 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ