საინტერესო

კარანტინის ისტორია

ილურსტრაციაზე უფლებამოსილია Image captionТинторетто

როგორ ასწავლა „ჭირმა“ სამყაროს ვირუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჩინეთის ხუბეის პროვინციები კარანტინზე იხურება, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში უხანიდანან დაბრუნებულ ადამიანებს ორი კვირის ვადით იზოლაციაში ამყოფებენ.
ზოგადად „კარანტინი“ არის სანიტარული პუნქტი, სადაც მოწმდებიან ადამიანები, გემები და საქონელი, რომელიც ჩამოსულია ქვეყნებიდან, სადაც გადამდები დაავადებაა გავრცელებული. საკარანტინო წესის მიხედვით გარკვეული დრო გარესამყაროდან იზოლირებული უნდა დარჩნენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების შემოტანა და გავრცელება.
ყოველ მოქალაქეს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული „კარანტინის“ მნიშვნელობა და დანიშნულება. უნდა ეცადოს, არავის მიეკაროს და არც არავისთან ჰქონდეს ახლო ურთიერთობა, რადგან დაინფიცირების საფრთხე დიდია.

Loading…

„კარანტინი“ დაავადებათა გავრცელების წინააღმდეგ დიდი ხნიდან გამოიყენება. თავად ტერმინი გავრცელდა იზოლაციის ცნობილი პირველი მეთოდის მიხედვით. მეთოთხმეტე საუკუნეში, როცა ევროპა „ჭირის“ ეპიდემიამ დააცარიელა, ვენეციაში შემოიღეს წესი, რომლის თანახმად გემები ღუზაზე უნდა დარჩენილიყვნენ 40 დღე, სანამ ეკიპაჟსა და მგზავრებს ბორტის დატოვების უფლებას მისცემდნენ. ამ პრაქტიკას იტალიური სიტყვა»quarantino» უწოდეს. თუ რატომ შეირჩა სწორედ ეს ვადა — 40 დღე — უცნობია. იქნებ ედრებოდა „ახალი აღქმის“ 40 დღეს, რომელიც იესომ გაატარა უდაბნოში, ან იქნებ “ძველი აღქმის“ მიხედვით წარღვნის 40 დღის ან იქნებ იესოს „ცადამაღლებამდე“ დედამიწაზე გატარებულ 40 დღის გამო.
ასეა თუ ისე, ცნობილია, რომ საკარანტინო დროს დაავადების გავრცელებაში გადამწყვეტი როლი აქვს. ამჟამად ინკუბაციისთვის საჭირო დრო დადგენილია და იზოლაციის ვადები ორ კვირამდეა დაყვანილი, ხოლო კარანტინის საკითხს წყვეტენ და შემოაქვთ მთავრობებს ან სამედიცინო ორგანიზაციებს, არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისის გათვლით, იქნება თუ არა ეფექტური ინფექციური დაავადების გავრცელების შესანელებლად, იმიტომაც, რომ დაამშვიდონ სხვა ქვეყნების მთავრობა და საკუთარი მოსახლეობა.
დიდ ბრიტანეთში ყველაზე ცნობილი კარანტინი სოფელი იმ-ში ჭირის გამო იყო შემოტანილი. 1665 წელს სექტემბრიდან დეკემბრის შუალედში — სოფელში 42 ადამიანი დაიღუპა. 1666 წლის ივნისში ახლადანიშნულმა მოძღვარმა უილიამ მომპესონმა გადაწყვიტა სოფლის დახურვა კარანტინზე. გამოუცხადა მომსვლელებს, რომ სოფელი უნდა დაიხუროს — არ შეიძლება არ შესვლა, არც გამოსვლა. ჰერცოგმა დევონშირსკიმ თუ სოფლის მცხოვრებნი კარანტინზე დათანხმდებოდნენ, შესთავაზა პროდუტების და საკვების გამოგზავნა. მომპესონმა ხალხს აღუთქვა, რომ ყველაფერს იღონდებდა მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად. აგვისტოში სიკვდილიანობამ პიკს მიაღწია — დღეში ხუთი-ექვსი ადამიანი კვდებოდა, მაგრამ კარანტინს იცავდნენ და ამან გაჭრა. მალე სიკვდილიანობამ იკლო, ხოლო ნოემბერში ეპიდემია საბოლოოდ ჩაცხრა.
1900 წელს სანფრანცისკოში ჩინეთიდან შემოსული იმიგრანტები კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც სასტუმროში მკვდარი მამაკაცს დაავადება ჭირი დაუდგინდა. პოლიციელებმა ჩინური კვარტალი მავთულხლართებით შემოღობეს და იქიდან გამოსვლა აუკრძალეს, შიგ შესვლა მხოლოდ პოლიციელებს და ექიმებს შეეძლოთ.
ასევე, როცა ჩინეთიდან ვირუსი კანადაში ტორონტოში გადავიდა 44 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ათასი დაავადდა. დაავადების გავრცელების შესაძერებლად კანადაში 7 ათასი ადამიანი კარანტინში მოათავსეს.
2002-2003 წლებში „ფრინველის პნევმონიამ“ რომ იფეთქა, დაიწყო დაავადებათა გავრცელების ახალი ეპოქა. ეპიდემიის დროს ადამიანებს, ვისაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში ათავსებდნენ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებოდნენ კარანტინის პირობების დარღვევის შემთხვევაში. დაავადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა ასეთი პრობლემების დროს. სწორედ იმ დროს კარანტინმა დიდი როლი შეასრულა რადგან მეტად აქტიურად გამოიყენეს. რომ არა გატარებული ზომები, პანდემიას უარესი შედეგები მოყებოდაო. ამტკიცებენ მეცნიერები.
ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი აკავებს ახალი კორონავირუსის გავცელებას. ღებულებს ზომებს იყენებს კარანტინის ტრადიციულ მეთოდს. მსოფლიო ჯანაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ჩინეთი იღებს ექსტრაორდინალურ ზომებს ექსტრაორდინალური პრობლემის მქონე პირებისადმი.

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ბევრი რამ, რაც გარკვეულია არ ვიცით…

Joni Kvaracxelia

მექსიკის ყურეში ნაპოვნია პრეისტორიული ზვიგენის კბილები

რატომ ატირდა გია ჯაჯანიძე პირდაპირ ეთერში

დატოვე კომენტარი