პროტესტი

«კანონი და სამართლის» ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ თეა წულუკიანს სათამაშო მიკროფონი მიუტანა

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია «კანონი და სამართლის» ხელმძღვანელმა, თამარ ჩარკვიანმა სამოქალაქო აქტივისტებთან და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გააკონტროლებს მუზეუმიდან განძის გატანას სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი აქციაზე მთავარი მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა. ასევე, აქციაზე მოხდა ინციდენტი, პოლიციამ არ შუშვა დეპუტატი თამარ ჩარკვიანი კულტურის სამინისტროში რაც თავის მხრივ კანონდარღვევაა, თუმცა დეპუტატმა მაინც მოახერხა სამინისტროში პლაკატის შეტანა, რომელზეც ეწერა «გელათი საქართველოა».

«კანონი და სამართლის» ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სათამაშო მიკროფონი დაუტოვეს. თამარ ჩარკვიანის დაანონსებით მსგავს აქციებს ექნება სისტემატიური ხასიათი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ»

რა ხდება ამ წუთებში ბელორუსიის დედაქალაქში

Joni Kvaracxelia

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეეებს მოუწოდეს, ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბონ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი