„კანონიერ ქურდად მიმუშავია“… — ის, რასაც მკითხველთა დიდი ნაწილი პირველად გაიგებს

0
991

ექსკლუზიურად Paqtebi.ge-სთვის

… ნაწილი მეორე  (პირველი ნაწილი იხილეთ აქ …)

მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი მისაღებია, პირდაპირი შეტევის გარდა

ის, რასაც მკითხველთა დიდი ნაწილი პირველად გაიგებს

დაზვერვაში და არა მარტო: დასახული მიზნის მისაღწევად არასდროს პირდაპირ შეტევას არ მიმართავენ.

ვილჰელმ შტიბერზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ის — გერმანელი მზვერავი, ჟურნალისტი, იურისტი ცნობილია, მართალია, როგორც დაზვერვის თეორიის მეცნიერად.მამუშავებელია და ასევე მიეწერება საბჭოთა კავშირის „კანონიერი ქურდების“ ნათლიობაც. მოკლედ, ვინც როგორ შეძლო და უნდოდა ისე გამოიყენა მისი გამოცდილება.

შტიბერს ექსპერტები „ფარული ფრონტის“ გენერალს უწოდებდნენ: „ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი ფანტაზიის მსახიობი, რომელიც არასდროს იბნეოდა და იმპროვიზაციის შესანიშნავ უნარს ფლობდა. ბრალს ვერავინ ვერაფერში დადებდა… არასდროს ძალადობდა, ეძებდა ხერხებს და მიმართავდა სრულიად მიუღებელსაც… საბოლოოდ იმარჯვებდა ხშირად ისე, რომ მის თაღლითობასა და გაღლეტილობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო… მას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა, მაგრამ მისი ნიჭით არცერთი არ იყო დაჯილდოებული. შტიბერის გამოცდილება გაიზიარა ან გაიცნო და იქიდან რაღაცა, თუ ბევრი არა, აიღო ყველა ქვეყნის მთავრობამ, ვისაც გამარჯვება უნდოდა „ფარული ომით“ და არა პირდაპირი შეტევით — რადიკალიზმით. მაგრამ ტვინი არ ეყოთ და დამარცხდნენ. შტიბერი უკან იხევდა, ხშირად განდევნილიც იყო… მაგრამ ფსკერიდან ყოველთვის ამოტივტივდა. იმიტომ, რომ ეს იყო შეუდარებელი შემოქმედი და საკუთარ მეთოდოლოგიას ხელოვნებას კანონიერად უწოდებდა…

ბერიას სადაზვერვო სამსახურის ხელმძვანელობისას თვალშისაცემი მიღწევებისთვის საბჭოთა გენიოსს უწოდებდნენ, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მის საქმიანობას  დაზვერვის ძალიან ბევრი ცნობილი სხვა გენიოსების ნაშრომები ედო საფუძვლად. ძირითადად შტიბერის, რომელიც 1818–1892 წლებში მოღვაწეობდა.  ამბობენ, რომ მომცრო ტანის, არაფრით გამორჩეული შტიბერი (როგორც ამბობენ ფიზიკურად ძალიან გავდა  ბერია) თავი გამოიჩინა დაზვერვა-კონტრდზვერვის საქმის ცოდნაში. ყველას აოცებდა იმით, რომ გერმანიაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ბანდიტების, ქურდების, ჯაშუშების, კომუნისტების გაშიფვრაში ბადალი არ ჰყავდა. პრაქტიკული საქმიანობასთან ერთად დამნაშავეობასთან ბრძოლის მისეული მეთოდიკა დაამუშავა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა.

მის მიერ შექმნილმა აგენტურულმა ქსელმა მსოფლიო მოცვა და სწორედ ამ მეთოდით გაიმარჯვეს პრუსიელებმა ფრანგებზე 1871 წელს. მაგრამ შტიბერის სამსახურიდან გადადგომის შემდეგ მისმა მიმდევრებმა საფუძვლიანად შეცვალეს მისი მეთოდოლოგია, ხოლო შტიბერის მიერ მეფის რუსეთის ჟანდარმერიისთვის მიცემული დირექტივები კომუნისტებს ჩაუვარდათ ხელში და  ბერიამ სწორედ მასზე დაყრდნობით შეიმუშავა დაზვერვა-კონტრდაზვერვის ტექნოლოგიები:

ასევე ცნობილია, რომ: „შტიბერი“ ან „შტიბერები“ ყველა ქვეყნის, ყველა ჭკვიან მმართველს ყავდა.

ნებისმიერ საქმეში დროდადრო ვიღაცა ისე დაწინაურდება, რომ მისი გამოცდილების გაზიარება მეტად სასარგებლო ხდება: ვილჰელმ შტიბერი — შპიონაჟის უბრალოდ მცოდნე კი არა, ცნობილი ხელოვანია. პრუსიის რკინის კანცლერისბისმარკის მომხრე. ბისმარკსრკინისიმიტომ ერქვა, რომ პოლიტიკის გატარებას რკინით და სისხლით  ცდილობდა. სწორედ მან უწოდა შტიბერს „დაზვერვის მეფე“. თუმცა დაზვერვა, როგორც საქმიანობა უხსოვარი დროიდან არის ცნობილი.

სტალინმა და ბერიამ მის მეთოდოლოგიას საკუთარი შტრიხები შემატეს…  თუმცა… ჯერ კიდე პირველყოფილი ადამიანები ცხოველებზე სანადიროდ წასვლამდე მის ნაკვალევს ზვერავდნენ… ბიზნესმენები საკუთარ კონკურენტებს ზვერავენ… დაზვერვა ეს არის დაკვირვება საკუთარი მოგებისთვის — დიახ, მოგებისთვის ჭკვიანურად გაანალიზება დასკვნის გაკეთება და გამოყენება… ამდენად ადამიანი მთელი სიცოცხლე დაზვერვაში უნდა იყოს. პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა დაზვეროს,  რათა იცოდეს, რა პოტენციალის პატრონია… ხოლო დანაშაულებრივი თვისებები ადამიანისთვის ორგანულია და მეტ-ნაკლებად მაინც ახლავს ნებისმიერი საქმიანობისას, მაგრამ ჯაშუშობისას ჭარბობს…

დაზვერვა დავით აღმაშენებელს იმ დონეზე ჰქონია აყვანილი, რომ მივარდნილ სოფლებში დილას მასზე ნათქვამი ხუმრობა, საღამოს მეფემ უკვე იცოდაო, ამბობენ… და აღმაშენებელი იგებდა ომებს, რადგან გვერდში ჭყონდიდელი ყავდა…

ამ გამოცილების გაზიარება სტალინის იდეა იყო… საქმე იმაშია, რომ ციმბირში გადასახლებულ რევოლუციონერებს, მათ შორის სტალინს, დროის გასაყვანად თუ რა უნდა ეკეთებინათ, არჩევანის საშუალება ჰქონდათ. როგორც პოლიტიკური დამნაშავეები მეფის ოხრანკის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.  ამასთან,  შეეძლოთ ნებისმიერი წიგნი მოეთხოვათ, თუ საპატიმროში არ აღმოჩნდებოდა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტიდან გამოიწერებოდა და მოთხოვნა უმოკლეს ვადებში კმაყოფილდებოდა. ამან შედეგი გამოიღო. ბევრმა პოლიტიკურმა პატიმარმა მაშინ უცხო ენების სწავლას მიჰყო ხელი, ბევრმა მეცნიერებას და პოლიტიკას შეეშვა. ეს იყო მეფის რუსეთის მიზანი, რადგან ყველა მათგანში ძალას ხედავდნენ, ხელაღებით არ დაუხოცავთ. დააპატიმრეს და ზემოქმედება მოახდინეს. მისი მეგობრებიდან ერთადერთი სტალინი არ მოეშვა პოლიტიკას და გამოითხოვა ცნობილი მხედართმთავრების საქმიანობის შემცველი ლიტერატურა.

ცნობილია, რომ მათ შორის: ციცერონის ძვ. წ. 63 — რომაელი მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსი, ადვოკატი, მხედართმთავარი, პოლიტიკური მოაზროვნე, ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი და კონსული — ჩვენამდე მოღწეულია მრავალი მისი სიტყვა, ფილოსოფიური ნაშრომი და კერძო წერილი; რომელსაც თავის გამოსვლებში მოგვიანებით მიმართავდა სტალინი.

საფუძვლიანად გაეცნო ალექსანდრე მაკედონელის —   ძვ. წ. 356. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, უდიდეს სამხედრო სტრატეგის და ტაქტიკოსის მოღვაწეობას რომელიც ოდესმე არსებობდა. მის სამხედრო სტრატეგიასრითაც დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-მ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო, შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს და ეს სტრატეგია სტალინმა უცვლელად აიღო და მის განხოციელებას შეუდგა როგორც კი ამის საშუალება მიეცა…  გაეცნო დავით IV აღმაშენებლის სტრატეგიას — საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ტახტზე 16 წლის ასაკში ავიდა, ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე…“.

სტალინის მიერ ორგანიზებული საბჭოთა კავშირი გაცილებით შორს იყო გადაჭიმული. სტალინი დაინტერესდა ასევე ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკით, მე-19 საუკუნის მიწურულს გერმანიის იმპერიის დამაარსებლის, სახელმწიფო მოღვაწის გერმანიის პირველი რაიხსკანცლერის სტრატეგიას.

საფუძვლიანად შეისწავლა ნაპოლეონის — ნაპოლეონ ბონაპარტს — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის, საფრანგეთის რევოლუციის გენერალის და საფრანგეთის მმართველის, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსულის სტრატეგიას, რომელიც შეიმუშავა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საფრანგეთის რევოლუციის დროს აჯანყებულთა წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებს წარმატებით უხელმძღვანელა.  სწორედ ეს სამხედრო საქმეები გამოუთხოვია სტალინს გადასახლებაში ყოფნისას და საფუძვლიანად შეუსწავლია. მთელი ეს თეორია დიდი საბჭოთა კავშირის შესაქმნელად ხელსაყრელი მასალა იყო და სათანადოდ გამოიყენა…

ამით იმის თქმა მინდა, რომ ხშირად გაიგონებთ, სტალინი ყველაფრის მცოდნედ მიიჩნევდაო თავს. ვინ იცის, იქნებ ასეც იყო, რადგან ცოდნის უკმარისობას იგრძნობდა თუ არა, წიგნებს ჩაუჯდებოდა და სათანადო ლიტერატურაში პოულობდა საჭირო საკითხებზე პასუხებს. ცნობილია, რომ მთელი დღეები თავის ოთახში იყო ჩაკეტილი. ვარაუდობდნენ, რომ იჯდა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო… სინამდვილეში ლიტერატურაში იხედებოდა, თეორიებს სწავლობდა და პრაქტიკულად იმას განახორციელებდა, რაც მომგებიანად მიაჩნდა.

ერთხელ საუბარში უთქვამს, რომ მისთვის ამერიკის პრეზიდენტებს შორის ლინკოლნი იყო პოლიტიკოსობის ნიმუში. ცნობილია, რომ ლინკოლნი თვეობით არ გამოდიოდა კაბინეტიდან, როცა კონსტიტუციაზე მუშაობდა… ცხადია „ფიქრებში“ არ ატარებდა დროს.  სტალინი ხედავდა, რომ კრიმინალს ვერ  მოერია და მის მიერ შექმნილ იმპერიას საფრთხე დაემუქრა, პირდაპირი შეტევით კრიმინალებთან ვერაფერს გახდა სადაზვერვო საქმე დავით აღმაშენებლის გამოცდილბისგან უსესხებია — ჭყონდიდელს „სამეული“ ყოლია, რომელთა სახელები არ შემოინახა ისტორიამ, მაგრამ დავით აღმაშენებლის ყველა სამხედრო გამარჯვება დაზვერვის გამართული მუშაობით ყოფილა ნაკარნახევი.

როცა კრიმინალებმა საბჭოთა კავშირის წალეკვა დააპირეს, სტალინმა მოითხოვა ბისმარკის პირადი „საიდუმლო პოლიციის“ დამაარსებლის შტიბერის გამოცდილება შეესწავლათ და განეზოგადებინათ. ბერიამ დაზვერვის სხვა მასალებს შორის მეფის რუსეთის „საიდუმლო პოლიციის“ არქივში შტიბერის დირექტივები მოაძებნინა. საფუძვლიანად შეისწავლა მისი გამოცდილება, რადგან სწორედ შტიბერმა გაუკეთა ორგანიზება ევროპული ქვეყნების ჯაშუშურ ქსელს: მისი დამსახურება იყო საიდუმლო ფონდები, შპიონაჟის ხარჯებისთვის (ეს ის ხარჯებია, რომლის მიზეზით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პოლიციის შეფები „იწვებიან“). შტიბერის აგენტები იყვნენ ყველგან, სადაც ამის საჭიროებას ხედავდა და ჯაშუშური სადაზვერვო სამუშაოები წარმოებდა. პარალელურად შტიბერი  პოლიციის თვალთვალით დაშინებით და შანტაჟით იყო დაკავებული,

ისტორიკოსები შტიბერზე ამბობენ, რომ მან „უზნეობა საერთაშორისო ოლიმპიურ სიმაღლეებზე აიყვანაო“.

შტიბერი კიდევ ამბობდა, რომ დანაშაულობანი ყოველთვის იქნება, მაგრამ მისი მოსპობა ნება მაღალი დონიდან უნდა არსებობდეს. სწორედ ეს ნება გამოავლინა ბისმარკმა და შტიბერმა საფუძველი ჩაუყარა გერმანულ კონტრდაზვერვას, როცა კრიმინალი მთლიანად ალაგმა ქვეყანაში. იგივე ნება გამოავლინეს საბჭოთა კავშირში და მოგვიანებით სწორედ ისე მოიქცნენ, როგორც შტიბერმა გააკეთა გერმანიაში. მაგრამ ამაზე ცოტა გვიან. ახლა ერთ-ერთ სხვა მაგალითს გეტყვით, იქნებ ნაცნობი სვლა იყოს:

გახურებული ომის დროს, როცა ფრონტის ხაზზე არც ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო, ასეთ ღონეს მიმართა:

შეარჩია ყველაზე ძლიერი ხმის მქონე მსახიობი და რადიოში აცხადებდნენ წარმატებების შესახებ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა… მოსახლეობის და ჯარის სულისკვეთების მხარდასაჭერად ცენტრალური საინფორმაციო ბიურო ჩამოაყალიბა: ყველა წერილსა და ტელეგრამაზე ცენზურა დააწესა. საქმიანობა ისე წარმართა, რომ ომიდან ყველა ნამდვილი ინფორმაცია საერთოდ გაქრა. ყოველდღიურ ცნობებში ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია მტრის რიგებში პანიკაზე, რომელიც სინამდვილეში არ იყო, მძიმე დანაკარგებზე,  ავადმყოფობებზე, საომარი იარაღების უკამრისობაზე და დაპირისპირებებზე მეთაურებს შორის… ტენდენციური ინფორმაციის გავრცელება შტიბერის მაგალითზე არა მხოლოდ გერმანიაში არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც სწრაფად დაინერგა. შტიბერმა გერმანიიდან უმსხვილესი სატელეგრაფო სააგენტო 1851 წელს პოლ რეიტერის მიერ ა დაარსებული ინგლისის საინფორმაციო სააგენტო გააძევა. ამჟამად მოქმედი რეიტერის წინამორბედი: (Reuters (ქართ. რეიტერი). თუმცა შეიტყო, რომ ბერლინში ფილიალი გახსნა… არც იქ გააჭაჭანა. სასწრაფოდ გაუსწორდა იმით, რომ ბერლინში ორგანიზება გაუკეთა ნახევრად ოფიციალურ სააგენტოს „დოქტო ვოლფი“, რომელიც რეიტერისგან განსხვავებით ავრცელებდა სამთავრობო და უპირველესი მნიშვნელობის ინფორმაციას.

მეორე ნაწილის დასასრული …

პირველი ნაწილი იხილეთ აქ …

თამარ ქართლელი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ