«ქართული ოცნების» დეპუტატი გედევან ფოფხაძე კანაფის კულტივაციის შესახებ საუბრობს:
„ვფიქრობ, არანაირ დიალოგს არ უნდა გავექცეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი სინდისიდან და მორალიდან გამომდინარე. არ შეიძლება, ადამიანმა უღალატო იმას, რაც შენი რწმენის და შენი მსოფლმხედველობის ნაწილია. ბოლომდე უნდა დარჩე ერთგული იმისა, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისთვისაც პოლიტიკაში ვარ, რისთვისაც ვცხოვრობ. დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, ასევე იქნება წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.