სხვადასხვა

კანადაში პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობას ითხოვენ, რა წერია კანადის პარლამენტში დარეგისტრირებულ პეტიციაში?

არსებული ინფორმაციით კანადის პარლამენტში პეტიცია დარეგისტრირდა, რომელშიც მთავარი მოთხოვნა არის  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ ცნობა. აღნიშნული პეტიცია პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული და მასზე აღნიშნულია პუტინის სამხედრო დანაშაულებები:

«2008 წელს პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გააჩაღა, რამაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გამოიწვია; პუტინმა წაახალისა სირიაში სამოქალაქო პირების სასტიკი დაბომბვა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენება, რამაც ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მასობრივი ნგრევა და მილიონობით დევნილი ადამიანი წარმოშვა;

2014 წელს პუტინი შეიჭრა და უკანონოდ განახორციელა ყირიმის ანექსია, ფარულად შეიჭრა უკრაინის დონბასის რაიონში, რამაც 10 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ტრავმა მიღო, მილიონობით ადგილნაცვალი ადამიანია და უდიდესი რაოდენობის ნგრევა; პუტინი საიდუმლოდ ასპონსორებდა მკვლელობებს და ტერორისტულ საქმიანობებს უკრაინის დესტაბილიზებისთვის; შეიარაღებულმა ჯგუფებმა პუტინის საიდუმლო ბრძანებით ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინაში «MH-17″, რამაც 298 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია სამოქალაქო მოსახლეობას შორის; პუტინის რეჟიმმა მოკლა რუსი დისიდენტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, რომელთაგან ზოგიერთი საზღვარგარეთ ცხოვრობდა; განახორციელეს ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების სასტიკი რეპრესია, რომლებიც მოკლეს და ციხეებში ჩასვეს.

ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერნი, კანადის მოქალაქეები, მოვუწოდებთ კანადის ხელისუფლებას, გამოაცხადოს ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ და გადასცენ ის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალს აგრესიის, სამხედრო დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და ტერორიზმის სპონსორობისთვის», — ნათქვამია აღნიშნულ პეტიციაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

„მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი… იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც“-თბილისში დედამ ჩვილი მიატოვა და წერილი დატოვა

მეუფე პეტრემ პატრიარქისგან უარი მიიღო

Joni Kvaracxelia

 სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალება

roma sajaia

დატოვე კომენტარი