განცხადებები

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე კონკრეტული ლოკაციები გადაიკეტება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, სწორედ ამიტომ  ჭავჭავაძის გამზირი  დღეს საღამოს გადაიკეტება და ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება.

«დღეს საღამოდან უკვე კონკრეტულ ლოკაციაზე შეიზღუდება მოძრაობა. ეს არის ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე, ანუ ატენის ქუჩამდე. გვინდა, რომ მთლიანად მოხდეს ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გუშინდელმა სეტყვამ და წვიმამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. იმის გამო, რომ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში, მთლიანად ჭავჭავაძის გამზირს ვერ გადავკეტავდით, ამიტომ მოხდება ლოკაციების შერჩევა და გადაკეტვა კონკრეტული ადგილების,»-განაცხადა თბილისის მერმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«პიროვნება რომელიც ამ მედიკამენტს მიიღებს კორონავირუსის გადამდები აღარ იქნება…»-თენგიზ ცერცვაძე

roma sajaia

144 ათასზე მეტი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს-ივანე მაჭავარიანი

ორშაბათიდან, ტრენინგ პროგრამები და საგამოფენო სივრცეები გაიხსნება

დატოვე კომენტარი