«კალაძე, შენი «სიცოცხლით სავსე ქალაქიდან» გამოქცეული ადამიანები ხელში მაკვდებიან! «თქვენგან გამათხოვრებულებს საფრანგეთი კვებავს!»-ნუგზარ სულაშვილი

0
3020

FRANCE AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«თქვენგან გამათხოვრებულებს საფრანგეთი კვებავს!
თქვენგან დაავადებულებს საფრანგეთი მკურნალობს!
და ახლა მე, როგორც ჩემს კოლეგებს, ასევე დონორ ორგანიზაციებს უნდა ავუხსნა, საიდან გაჩნდა ჩემს ქალაქში მილიონიანი ნაძვის ხე (???)
უნდა ავუხსნა ჯანდაცვის სამინისტროს, რატომ სჭირდება დახმარება თეკლას, ლიკას, სალომეს, გვანცას და კიდევ ათასობით ბავშვს სიცოცხლის გადასარჩენად;
უნდა ავუხსნა რატომ ვითხოვ ღამის გასათევ კარვებს, ცხელ ჩაის და ბაგეტს;
ისევ უნდა დავარწმუნო ჩემი ბენევოლი ადვოკატები, რომ ღატაკი ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებისთვის გადასახდელი თანხა არ აქვთ;
დამიჯერებენ?!
თუ არ დამიჯერეს თქვენს კისერზე იყოს ყველა მათგანის ცოდვა!!!
კალაძე, შენი «სიცოცხლით სავსე ქალაქიდან» გამოქცეული ადამიანები ხელში მაკვდებიან!
რა ვუთხრა პატარა ბარბარეს, სალოს, ლუკას თუ გაბრიელს? ის რომ თქვენს გადასვენებას სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს მეთქი?!
მძულხართ! საზიზღრად მძულხართ!!!»

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ