ტაქსომეტრის ქონა, ავტომობილის ვიზუალური მხარე, ტექნიკური გამართულობა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სულ მალე მერია თბილისის ტაქსისტებს წარუდგენს. მერის განცხადებით რეგულაციების პირველი ეტაპის მიზანი, რაც მხოლოდ ნებართვის აღებას ითვალისწინებს, აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა, შემდგომში ტაქსის მძღოლებს დაეკისრებათ საგოდადოებრივი ტრანსპორტის ვალდებულებები. მანამდე კი მოწმობის მისაღებად ტაქსისტებს ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. ტაქსისტები, რომლებსაც ჰიბრუდული ძრავი ექნებათ, ისარგებლებენ შეღავათით და დაწესებული თანხის 50%-ს გადაიხდიან. ხოლო ელექტრო მანქანებისთის ნებართვის მიღება უფასო იქნება.