სკანდალი

კალაძეს ითვლიან და აკონტროლებენ – ბიძინა თანხის დაბრუნებას ითხოვს?

ლევან ხაბეიშვილი: „ბიძინა ივანიშვილმა გრიგოლ ლილუაშვილი 100 მილიონით „დააჯარიმა“, კალაძის დაკავებისთვის საქმე გამზადებულია“

26 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ პირებს შორის შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.

ხაბეიშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაჯარიმდა 100 მილიონი ლარით. როგორც ის ამტკიცებს, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება სუს-ის შიგნით არსებული ფინანსური ბალანსების დარღვევას, რასაც მმართველი გუნდის უმაღლეს დონეზე უკმაყოფილება მოჰყვა.

ხაბეიშვილის მტკიცებით, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, „მინიშნებით დაადასტურა“ ეს ინფორმაცია, თუმცა საჯაროდ დეტალები არ დაუზუსტებია.

ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ დღესდღეობით მოქმედი თბილისის მერი კახი კალაძე შესაძლოა გახდეს ივანიშვილის შემდეგი სამიზნე. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში უკვე იმყოფება ოლიგარქის ე.წ. “ბუღალტერი”, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლების გადანაწილებასა და „ნაძარცვის“ აღწერას აწარმოებს.

ამ პროცესს, ხაბეიშვილისვე განცხადებით, ხელმძღვანელობს მერის მოადგილე ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც მომზადებულ ანგარიშს წარუდგენს ივანიშვილს, რათა ამ უკანასკნელმა მოითხოვოს თავისი წილი ქალაქის მენეჯმენტიდან.

ოპოზიციური ლიდერის განცხადებით, უკვე მზადდება საქმეები კალაძის დაკავებისთვის, რაც შესაძლოა გახდეს ფინანსური რესურსების გადაუნაწილებლობის ან შიდა დაპირისპირების შედეგი. ხაბეიშვილის თქმით, კალაძეს კონკრეტული თანხა მიეთითა, თუმცა დაზუსტებული მონაცემები საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სანქციების შედეგად უკვე დაზარალდა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის აგრესიულ მიდგომას საკუთარი გავლენის სფეროების მიმართ. როგორც ოპოზიციონერი ამბობს, ივანიშვილი ამ ზარალის ანაზღაურებას ცდილობს მოქალაქეების ჯიბიდან და დამატებით უკვე „ნაძარცვ“ რესურსზეც  წილს მოითხოვს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის შიგნით სერიოზული დაძაბულობა და ფინანსური ინტერესების გარშემო დაპირისპირება შესაძლოა გადამწყვეტ ფაზაში შევიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა საჯაროდ, ოპოზიცია პირდაპირ მიანიშნებს: დაპირისპირება არა პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ საფუძვლებს ეყრდნობა.

მსგავსი პოსტები

რა გახდა საქართველოს პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ?

Joni Kvaracxelia

ოზურგეთის საკრებულოში მთავარი განსახილველი თემა ღორის სპერმა გახდა

Joni Kvaracxelia

“ოცნების” საპარლამენტო სიაში იუნა შაფათავას საყვარლები არიან-რას აცხადებს მსახიობი?

roma sajaia

დატოვე კომენტარი