განცხადებები

კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო საქართველოს ეწვევა

საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა. მისი განცხადებით, ლუის ბონო მომავალ კვირას ჩამოვა. ეს ამ თანამდებობაზე მისი პირველი ვიზიტი იქნება რეგიონში. ის ეწვევა სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში. «იქნება რეგულარული მოგზაურობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ბ-ნი ბონო გეგმავს შეხვედრებს მაღალჩინოსნებთან, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენ მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიზიტის ფარგლებში ის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ეწვევა. ის ამ თანმიმდევრობით გაემგზავრება ბაქოში, ერევანში, თბილისშიც», — თქვა პრაისმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსეთში ყველაფერს მივაღწიე და ბოლომდე ვიბრძოლებ რუსეთისთვის…»-თინა კანდელაკი

«წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი…მალე დაედება ფასი სოფელს»-ბერი პაისის წინასწარმეტყველება

Joni Kvaracxelia

გიგი უგულავას პოზიცია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ კვირის აქციასთან დაკავშირებით

დატოვე კომენტარი