პოლიტიკა

იხსნება ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა

ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება — ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვის მოხსნას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება. დღეს ასევე გიორგი გახარიამ განაცხადა რომ პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კომპენსაცია 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები, არიან ქვეყნის მტრები-ბიძინა ივანიშვილი

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა

ლევან სამუშია «ლელოს» შეურთდა

დატოვე კომენტარი