განცხადება/მიმართვაფოტო/ვიდეო

იწყება ისტორიული პროცესი – საქართველოს კანონიერი ხელისუფლების განცხადება (ვიდეო ქუთაისიდან)

შედგა შეხვედრა ქუთაისში – საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას წინ ვერაფერი დაუდგება!

ქუთაისში გაიმართა მნიშვნელოვანი შეკრება, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ერთგულება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გზისადმი და ხაზგასმით ითქვა, რომ ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური წესრიგი აღდგება.

შეხვედრაზე დაანონსდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:
მიმდინარე წლის 19 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება საყოველთაო ყრილობა.

აღნიშნულ ყრილობაზე:

  • გამოცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც დაინიშნება ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების მიერ;

  • მიიღება მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები სახელმწიფოებრივი ღირებულებების დასაცავად;

  • გამოითქმება ქართველი ხალხის ურყევი ნება – დაუბრუნოს ქვეყანას სამართლებრივი და კონსტიტუციური მმართველობა.

ყრილობა ღიაა ყველასთვის, ვისაც საქართველოს ბედი და მომავალი ენაღვლება!
გიწვევთ ყველა, ვისაც გწამთ სამართლიანობის, დემოკრატიისა და ეროვნული ღირსების.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აქტი – ეს არის საქართველოს ისტორიული გზის გაგრძელება, ეროვნული ღირსების აღდგენისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯი.

წარმოადგინეთ თქვენი ხმა – ერთად დავიცვათ კანონიერი არჩევანი და საქართველოს მომავალი!

მსგავსი პოსტები

“წაეთრიეთ სახლებში და დაელოდეთ სანამ მოკვდებით”-დომენიკ მანგო (ვიდეო)

„როგორ შეიძლება ექსპლუატაციის გარეშე, ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი”

ანზორ მელია – მერიაში ჩემზე ამბობენ “მაღურალიო”, მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ

დატოვე კომენტარი