პერსონასოცქსელი

იძულებითი კარანტინი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ

ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
«გუშინ, ღამის 2 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი და საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი გელა დემეტრაძე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაიყვანეს.
რამდენიმე წუთის წინ მოვიდა“პისიარ“ ე.წ ოქროს სტანდარტის ტესტის პასუხები, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არც ერთ ლიდერს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლება ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლების გარეშე საკარანტინო სივრცის დატოვების უფლებას 25 სექტემბრამდე არ აძლევს.
ყოველივე ეს არის ქართული ოცნების მიზანმიმართული ქმედება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რაც გამოწვეულია რეგიონში ჩვენი პარტიის უპირობო ლიდერობით.
 საკარანტიონო ზომების გამოყენება ჩვენი პარტიის რეგიონალური ლიდერების მიმართ არ არის დაკავშირებული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს იყენებს პოლიტიკური ნიშნით. რისი ნათელი მაგალითია ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი სამველ ოვეიანი, რომელიც საკარანტინო ზონაში არ მოათავსეს.
 შესაბამისად, ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ დავით ბალიაშვილსა და გელა დემეტრაძეს მიეცეთ საკარანტინო სივრცის დატოვების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყოველივე ითვლება თავისუფლების უკანონო აღკვეთად, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული.» — წერს ვანო მერაბიშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ყურადღება! — რუსეთთან საზღვარი გაიხსნა! რუსეთში კორონა უკონტროლოა. ჩვენთანაც შემოვა…»-სადღობელაშვილი

«შენ შეიძლება დროებით ისარგებლო…»- «მწვანე სკოლის» დირექტორი კახა დავითური

Joni Kvaracxelia

«გაუნათლებელ-აყროლებულ-წვერებიანითხა მეუფე სპირიდონიც დაუძლეველი ძალა აღმოჩნდა»-გვარამია

roma sajaia

დატოვე კომენტარი