განცხადებები

«იცით, დღეს ჩემს მშობლებს ეშინიათ რომ აქ ვდგავარ, რადგან პირველად რომ ვიყავი, ცუდად დასრულდა»-მაკო გომური

მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა:

«მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა, მე მჭირდება წარმატებული ცხოვრება. მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო.იცით, დღეს ჩემს მშობლებს ეშინიათ რომ აქ ვდგავარ, რადგან პირველად რომ ვიყავი, ცუდად დასრულდა, ეს ყველამ ვიცით. დღესაც ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს.სახელმწიფო როცა ცდილობს საზოგადოებაში ჩანერგოს შიში, ეს ნაწილობრივ გამოსდის. თუმცა ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს არაა ერთეულ ადამიანებში, რომელთა ძალაც არის ფული. ძალა არის, აი, ამ ადამიანებში, რომლებიც ასე იცავენ ქვეყანას და ცდილობენ მიაღწიონ იმ შედეგს, რისთვისაც იბრძვიან. არ მინდა, რომ გაჩერდეს ეს მუხტი»-მიმართა მოქალაქეებს მაკო გომურმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ამ ნიადაგზე დაპატიმრებული კაცის ციხეში ჩასმა სახელმწიფოს სირცხვილია» — თაკო ჩარკვიანი

სექტემბრიდან გერმანია საქართველოს სავარაუდოდ დაეხმარება Johnson & Johnson-ის ვაქცინით

Joni Kvaracxelia

დღეს იგეგმება ზაზა სარალიძის შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან

დატოვე კომენტარი