განცხადება/მიმართვა

“იყო სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი, ხელების დაბუჟება და რაც მთავარია, წნევის პიკის მატება”-ლადო კახაძე

უმრავლესობის დეპუტატის ლადო კახაძის განცხადებით  პარლამენტის დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.

“შევესწარი რამდენიმე ადამიანის ცუდად გახდომას, ერთ-ერთს ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ახალი გამოსული იყო სამსახურში. ზუსტად ამ ადამიანს გაურთულდა, იყო სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი, ხელების დაბუჟება და რაც მთავარია, წნევის პიკის მატება. კაცებმა მაგრები ვართო და არ გავიდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათაც დაეწყო თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება. ფაქტი, რომ შეფარულად გაკეთდა ეს ყველაფერი, მახსენებს ბავშვობის სკოლის ანცობას, სკოლაში წვავდნენ ხოლმე წიწაკას, რათა გაკვეთილი ჩაშლილიყო, მაგრამ ეს პოლიტიკაში არ შეიძლება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

“ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის ყველა პარტია დამარცხებისთვისაა განწირული-წილოსანი

roma sajaia

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გერმანიას მოუწოდა შეაჩერონ “ჩრდილოეთ ნაკადი – 2” -ის მშენებლობა

უკრაინის დელეგაცია, წინასწარი პირობების გარეშე, რუსეთს შეხვდება-ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

roma sajaia

დატოვე კომენტარი