“იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა”-დაპირისპირება 51-ე საჯარო სკოლის ეზოში

0
111

თბილისში 51-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის ჩხუბი მოხდა, შეგახსენებთ ამავე სკოლაში წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირება 2 მოზარდის მკვლელობით დასრულდა.

როგროც ირკვევა დღევანდელ დაპირისპირებაში მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სკოლის ეზოში მოხდა. “კურიერთან” ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ დაპირისპირება დანების ტრიალის ფონზე მიმდინარეობდა.

“რა მოხდა და როგორც ხდება ამ დამპალ სკოლაში ის მოხდა. დამამთავრებელი კლასია. იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა. სავსე იყო, ნემსის ყუნწი არ ვარდებოდა იმისთანა ცემა-ტყეპა და უბედურება იყო. არ შეიძლება. ყოველ დღე ერთი და იგივე. პოლიცია სადაც იყო? პოლიცია ახლა მოვიდა რომ გამოვიძახეთ,”-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ