განცხადება/მიმართვა

იყალთოში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი მოკლეს-კახეთის პოლიციამ სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

როგორც ცნობილი გახდა გვიან ღამით   იყალთოში ბენზინგასამართ სადგურზე 44 წლის მამაკაცს თავში ესროლეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და 1 პირი დააკავეს.

“კახეთის პოლიციამ სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებულმა ლ. კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.კ.-მ თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 1977 წელს დაბადებული გ. გ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.”-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველა იმ ქვეყანას, რომლის ხელყოფა პუტინმა მოახდინა, რომ დასავლეთის დემოკრატია გაცილებით კარგი არჩვევანია, ვიდრე რუსეთის ტირანული სისტემა”-ამერიკელი კონგრესმენი

მთელი დედამიწა საავადმყოფოში წევს – ლადო კახაძე

“გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან”-რა მიწერა ანდღულაძემ ზურაბიშვილს?

დატოვე კომენტარი