ანალიტიკაპუბლიკაციები

იყავი ხროვის სათავეში …

„კანონიერ ქურდად“ მიმუშავია … მესამე ნაწილი

(მეორე ნაწილი იხილეთ აქ…)

ძლიერები ყლაპავენ სუსტებს — ნებისმიერ საქმეში…
სამყარო უსამართლო და მკაცრია? ყოველთვის ასე იყო და იქნება.
ბუნება მაქსიმალურად მკაცრი და დაუნდობელია. უძველესი დროიდან ძლებდნენ მხოლოდ ძლიერები და შედარებით სიცოცხლისუნარიანები. ბუნებრივი შერჩევა ხდებოდა. შედეგად სუსტები, ვინც არ იცოდა სიცოცხლისთვის ბრძოლა — იღუპებოდნენ. გამარჯვებულები წინ მიიწევდნენ და საკუთარი გენები თან მიჰქონდათ… მაგრამ ბუნებრივი შერჩევა არ ჩერდებოდა. ევოლუცია გრძელდებოდა…

იულიუს ცეზარი

დროთა განმავლობაში ფიზიკური ძალის გარდა, ადამიანის იარაღი გახდა ჭკუა, ცოდნა, ფსიქიკური გამძლეობა, სიმდიდრე, კავშირები… რათა უფრო ძლიერი და უკეთესი გახდეს, ყველა აკეთებს იმ თვისებათა კომბინაციას, რაც გააჩნია. ამ ძალების წყალობით ცხოვრებაში თუ გვაქვს — წინ მივიწევთ, თუ არა — ვიკარგებით ისე, რომ ჩვენს უკან არაფერი რჩება.
კარგია იყო ძლიერი, მართალი და პატიოსანი ადამიანი. სუსტები ცხოვრობენ ძლიერების ხარჯზე და ცდილობენ იპარაზიტონ სხვის ძალაზე. ისინი მოგიწოდებენ გულკეთილგონიერებისკენ, წესირებას და მორალს ქადაგებენ. სუსტებს უნდათ, რომ ძლიერებმა შეიცოდონ და სიბრალული იქნიონ, იყონ შემწყნარებლები და მათი ანტიდეპრესანტები, რომლებსაც თავად ასუსტებენ და მათნაირს ხდიან.
ადამიანების ყოფა ამ ცხოვრებაში მგლის ხროვას ჰგავს, სადაც ძლიერად ყოფნა შესაძლებელია. მაშინ, რატომ უნდა იცხოვრო სუსტის ცხოვრებით? ძლიერი ყლაპავს სუსტეს, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით. ძლიერები ასწრებენ სუსტებს ცხოვრების ყველა მოსახვევთან. ისინი იკავებენ ხროვაში პირველ და საუკეთესო ადგილებს, სწორედ მაშინ, როცა სუსტები წყალობას ჯერდებიან.
დაიკავე შენი ადგილი ხროვის სათავეში და ნუ იქნები სუსტებსა და ავადმყოფებს შორის! პანაჯალი — ინდოეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეორე საუკუნეში ფილოსოფიულ-რელიგიური სკოლის იოგის დამფუძნებელი ამბობდა:
ადამიანის შესაძლებლობებს, სიტყვის და ტვინის ძალას — საზღვარი არა აქვს.
„დანაშაული ადამიანისთვის ორგანულია და ყოველთვის იქნება. საერთო ჯამში დამნაშავეთა — „ფსიქიკაშერყეულთა“ ეს დიდი სულიად განსხვავებულ სამყარო შექმნილია, არსებობს და მოსპობა ყოველად შეუძლებელია, მაგრამ მთავრობის ზედა ეშელონების თანხმობის და ნატიფი ხელოვნების შემთხვევაში მასზე სრული კონტროლის დაწესებით — განეიტრალება შესაძლებელია. და ჩვენ ვავლენთ ამ ნებას“.

სტალინის ვერდიქტი „კანონიერ ქურდებს“

უკვე მესამე ნაწილზე გადავედი ჯერ კიდევ მთავარ სათქმელისგან შორს ვარ. ცეკვის სწავლებისას მხოლოდ ათი-თხუთმეტი წუთი ისწავლება ილეთები და შემდეგ მიდის დახვეწა, ხოლო დროის დიდი წილი ვარჯიშს მიაქვს: სხეულის მომზადებას.
ჰოდა, ძლივს მოვამზადე ჩემი თავი ზოგიერთი რამის შესაცნობად:
რამდენიმე პროფესიონალთან დაზვერვაზე საუბარში გამოიკვეთა, რომ აფხაზეთის დაკარგვა, ომში რუსების გამარჯვება მხოლოდ მათი ჯარის დამსახურება კი არა სრულიად წარმოუდგენელი — საბჭოთა კგბ-ს დაზვერვის მიერ კრიმინალების ამუშავება ყოფილა და ეს აფხაზეთამდე ჯერ კიდევ ყარაბაღში დაწყებულა და ზოგიერთი აქტივისტის სახელი და გვარიც ცნობილია და ჩემს ხელთ ასებულ მასალებში სრულად არის წარმოდგენილი.
საიდან სადაო, წმინდა საბაო?
გაგიკვირდებათ და „მასონები“ ფანტომური არსებები კი არა, საბჭოთა კავშირის დასაშლელად დარაზმული ადამიანები ყოფილან და მათ დიდ ნაწილს შესანიშნავად იცნობს მსოფლიო. დამისახელეს მსოფლიოს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში საბჭოთა კავშირის დასაშლელად მომუშავე 169 ინსტიტუტი, რომელსაც „მასონების“ ერთი ნაწილი აფინანსებდა, რათა „წითელი ჭირი“ მოეშორებინათ… მიზეზიც გასაგებად არის ახსნილი და შედეგიც… სწორედ შედეგებს შორის არის აფხაზეთის დაკარგვა… და „მასონების“ მეორე ნაწილი: ამ საქმეში რუსეთის დაზვერვის წილი დასაბუთებულია და ვფიქრობ, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მცხოვრებლებმა, მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ დაზვერვას? — დიახ, პუტინი… რომელმაც პრეზიდენტობას ამ საქმეში აქტიური და ქმედითი წვლილისთვის გამოკრა ხელი… როცა მიზანი მიღწეული იყო — საბჭოთა კავშირი დაშლილი, უკვე სულ ერთი გახდა, ვინ იქნებოდა იქ პრეზიდენტი. ანუ, მასონების ერთი ნაწილი კარნახობდა პირობებს, მეორე — იმ პირობების შესრულების დროს უბრალოდ, არაფერს აკეთებდა, ანუ — არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას — დუმდა.
დიახ და თქვენც ისევე გაოცება გელით, როგორც ჯერაც შოკში ვარ.
თუმცა, რა???
ვიყოთ!!!
მთავარი სათქმელი წინ არის და წესით „კანონიერ ქურდებზე“ იყო გათვლილი…
არ შემიძლია სათქმელს არ დავასწრო და არ გითხრათ, რომ „კანონიერი კურდები“ — სიტყვები კი არა, ცნება, რაც მასში იგულისხმება სამ ნაწილიანია: საბჭოთა კავშირის გასული საუკუნის 30-80-იანი წლები, შუალედი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — მეორე ნაწილი და ამჟამინდელი — მესამე. და კანონიერი კი არ იყვნენ, კანონის მიხედვით მოქმედი „კანონის დამცველი“ „კანონის ჩარჩოში“ „რამკაში“ მოქცეული ქურდები იყვნენ, პირველი ქურდები „თეთრგვარდიელები“ — ყოფილი თავად-აზნაურობის წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ ბალ-მასკარადებზე ქალებთან არშიყობდნენ, დღეს იძულებულები გახდნენ ექურდათ, მაგრამ შინაგანი ღირსება არ დაეკარგათ, სწორედ მათ შექმნეს პირველი საკუთარი „ღირსების კანონები“, დაუწერელი მაგრამ ერთიანი და მისი შეცვლის უფლება არავის ჰქონდა. მის მიმდევრებს დამახინჯებულად მაგრამ მარტივად „კანონიერი“ ანუ კანონის მიხედვით მოქმედი „ხალხი“ „ადამიანი“ ეწოდათ. და ამის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, მიუხედავად იმისა, რომ ის ქურდები ისევე გადაშენდნენ, როგორც მათი „შემოქმედი“ კომუნისტები, რომლებმაც ქურდები „გააწითლეს“ ისე, რომ თავად მაინც წითლები დარჩნენ. კონმუნისტებისთვის წითელი, რომ სისხლის ფერს აღნიშნავდა, მაშინაც არ იყო საიდუმლო…
თავად რომ ვწერდე, პირადად მე, ჩემს ყოველ ნაწერს სწორედ ამ სიტყვებს წავუმძღვარებდი.

ფული — მეხუთე სტიქიაა ცეცხლის, წყლის, ჰაერის, მიწის შემდეგ… ნამდვილი
სტიქია. ისეთივე უმართავი და გავეშებული. ადამიანის ფიზიკურად განადგურებამდე მიმყვანი ცნობიერების წამლეკავი და დამმარცხებელი.
ფულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
ფულით იმართება სამყარო.
ფულით ყოვლისშემძლე ხდებიან
„კაცმა რომ კაცი მოკლას, მიზეზი უნდა ჰქონდეს. მძარცველი ქონებისთვის კლავს. ხელმწიფის, შაჰის თუ სულთანის ჯარში მომსახურე ქართველს ფიცი, დაწინაურების იმედი, ჯილდო აკვლევინებს. საბოლოოდ ესეც ქონებისთვის კლავს, კაი მომავალს ინაღდებს… მკვლელი ადამიანობას იმიტომ ჩემულობს, რომ ნადირისგან განსხვავებული ხერხით სჩადის ნადირულს, თორემ მუცლის ამოყორვისთვის აკეთებს ამას.

ჭაბუა ამირეჯიბი: დათა თუთაშხია

რაც თქვენ გაინტერესებთ დიდი ფულის გამო კეთდება. ხომ იცით, „დიდი ფულის სუნზე მსხვილი ბუზები მოფრინდებიან“. მონათლული ვარ, მაგრამ არც დიდად მორწმუნე, უფრო სწორად, უფლის კიდევ შეიძლება ვიწამო, მაგრამ დამხმარე მეურნეობის სახით სამოთხის ან ჯოჯოხეთის არსებობის არ ჯერა. ამიტომ ამქვეყნად მინდა ცოტა ვიცხოვრო. ამიტომ, ჩემს სახელს და გვარს მოგახსენებთ, მაგრამ ეს თქვენ და თქვენ მკითხველს არაფერს ეტყვის, ასევე ჩემს მედალს გაჩვენებთ იმის საბუთად, რომ მე „კანონიერ ქურდად“ მიმუშავია, და რომ ისინი ისევე გადაშენდნენ, როგორც ჩვენ „პირველი კანონიერი ქურდები“, ვისაც გვეგონა, რომ ქვეყნის უკეთეს მომავალს ვაშენებდით და თავს ვწირავდით… პრინციპში მხოლოდ იმაში მდგომარეობს შეკითხვა: ვინც ჩვენ და იმ ჩვენს მიერ შექმნილ — ინსპირირებულ „კანონიერებს“ ორივეს ერთნაირად გვიპირებდა გაწვრთნას, თავად ვინ იყო? ალბათ, ღმერთი ეგონა თავი, რაკი ახალი ჯიშის ადამიანების გამოყვანას ლამობდა. ვაგლახ, უფალმა ერთხელ შეგვქმნა. გადაკეთება, რა ჯინსები ვართ, ალაგ-ალაგ გამოგვხიონ და დაგვაკერონ? — რომ არ გამოვიდა ფაქტია.
ჰო იმას ვამბობდი:
ბოლშევიკ ახალგაზრდას კითხა ბაბუამ, იარაღით ხელში რომ დარბიხართ და რევლოციონერები ვართო, გაიძახით, რისი მიღწევა გინდათო. „ბაბუა, მდიდრები არ უნდა იყონ ამქვეყანაში“. — უპასუხა ბიჭმა. ბაბუამ სინანულით გადააქნია თავი: „ყოველთვის მეგონა, რომ ამქვეყანაში ღარიბები არ უნდა იყონო.“
დანაშაული ჩლუნიგია. სისულელეა ყველაზე ახლო მეგობარი, როგორც დამნაშავის, ასევე მისი მსხვერპლის. მიზეზი ფსიქიკაშია.
ამჟამად ძნელია გაარჩიო რა უმჯობესია მთელი ღამე სოციალურ ქსელებთან გაათენო და შრომისუუნარომ დილა შუადღისას დაიწყო, საქმე მაინც არაფერია — „კორონა კარგად იყოს“, თუ ისწავლო ის, რაც სიცოცხლეს გაგილამაზებს.
მთელი მსოფლიოში უპირატესობას ვირტუალურ ცხოვრებას ანიჭებენ. თუმცა თავად ადამიანის გადასაწყვეტია, საკუთარ თავს როგორ უყურებს, როგორც ვიღაცა უცხოს, რომლის ბედი არ აღელვებს, არ აინტერესებს, თუ სხეულს, რომელიც დროებით აქვს.
შედეგი სახეზეა: დასახიჩრებული ფსიქიკა.
დანაშაულის სახეობების მიხედვით ირკვევა, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანაში ზოგადად სამართალი, განათლების, კულტურის და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოძიების საქმე. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში არცერთი მათგანი სათანადო დონეზე არ არის, რადგან ზოგადად ყოველგვარ დანაშაულს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა განსაზღვრავს სტრესულია — ანუ დამახინჯებულია ფსიქიკა, რომელშიც ადამიანი ისე აისახება, როგორც მრუდე საკეში და ფაქტი სახეზეა, უმოტივაციო სიკვდილით დამთავრებული დანაშულობანი.
ცნობილ კრიმინალისტ მიხაილ იგნატოვს ჟურნალისტმა კითხა:
კალაშოვი — „შაქრო მოლოდოი“ წარმომავლობით საქართველოდან რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერად ითვლება და დღემდე არ აქვს წაყენებული 210.1 მუხლი, „დამნაშავეთა იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის დაკავებისთვის“ სათანადო სამსახურებრივი კონტაქტები ხომ არ იცავს? — პასუხი: ეს ჩემთვისაც გამოცანაა… ეს მუხლი უნდა მიეყენებინათ შაქროს მართლაც ყავს მფარველები და ყოველთვის ყავდა. მახსოვს, ჩვენმა განყოფილებამ 1998 წელს დააკავა დედაქალაქის მახლობელ კაზინო „კრისტალთან“. მას ნარკოტიკები აღმოაჩნდა, ხოლო დაცვამ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია. დაკავება სპეცნაზის გამოყენებით მოგვიხდა. ეს ხმაურიანი დაკავება იყო — მაგრამ მაშინვე ამხედრდნენ სხვადასხვა დონის სამსახურების და მიმართულების მისი მფარველები. მაგრამ ჩვენ საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანეთ ქურდი ჩავსვით, თუმცა მალევე გამოვიდა. იქნებ მფარველები დაეხმარნენ, იქნებ“.

და ახლა სხვა რესპოდენტს მოვუსმინოთ:
„გარწმუნებ, რასაც გეტყვი, სრული სიმართლეა და მაინც არცერთი სიტყვა არასდროს არავის დაუბეჭდავს. დაზვერვის თანამშრომლობას ნებაყოფლობით დიდი ფულით ან მუქარით, ან სასურველის დაპირებებით, რომელიც განუხრელად სრულდებოდა და ეს მხოლოდ ფული კი არა, ხანდახან გავლენებიც იყო, მაგრამ მაინც „ყიდულობდნენ“. მათ შორის ციხეში გადაბირებულებიც იყვნენ…
ჰო, „სიკვდილის შემდეგ“ „საბჭოთა კავშირის“ გმირობაზე გეუბნებოდი… მათ შორის, ვინც სიცოცხლეშივე დააჯილდოვეს, ერთ-ერთი მზვერავი ქალია, რომელმაც უშუალოდ განახორციელა ტერაქტი და კიდევ ორ სხვა ქალთან ერთად სიცოცხლეშივე გახდა „საბჭოთა კავშირის გმირი“…
როცა დავალება წარმატებით განახორციელა საბჭოთა დივერსანტ ქალზე ოფიციალური ცნობები იუწყებოდა, რომ კომკავშირელი იყო. გათხოვდა ჩეკისტზე. სწორედ მისი რეკომენდაციით ცოლის უსაზღვრო შესაძლებლობებში დარწმუნებული — ხელისუფლებისგან მიიღო მნიშვნელოვანი დავალება, რომ პატრიოტული სულისკვეთება ადამიანებს ნებისმიერი სახიფათო დავალების შესრულებისკენ უბიძგებს, რომ ეს არის საბჭოთა პატრიოტიზმის გამარჯვება, ასეთები კიდევ ბევრია მსოფლიოს ერთმეექვსედზე გადაჭიმულ ქვეყანაში… ძრწოდეს მტერი მათ წინაშე… და ა.შ.
სინამდვილეში ქალი ახალგაზრდობაში ქურდობისთვის იყო გასამართლებული და ციხიდან გადაბირებული გამოვიდა… შესამოწმებელი ყველა საკონტროლო დავალება პირნათლად შეასრულა და ბოლო დავალება 1943 წელს მიიღო. წარმატების მისაღწევად გოგონა, რომელიც სასადილოში დამლაგებლად მუშაობდა, გერმანელი ოფიცრის საყვარელი გახდა. იმდენი ქნა, რომ მისი რეკომენდაციით შინამოსამსახურედ დაიწყო მუშაობა ოჯახში, რომლის უფროსის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული… ქალმა, რომელსაც ოჯახში შინაურად თვლიდნენ, აფასებდნენ, კეთილგანწობილები იყვნენ და ენდობოდნენ, საკუთარ სახლში ააფეთქა ვილჰელმ კუბე — ბელორუსიაში გერმენელი ნაცისტების გაულატერი — მათი ნების ამსრულებელი.
კუბეს მკვლელობა გერმანელი მაღალი თანამდებობის ჩინოვიკებზე ნადირეობის ნაწილი იყო. საბჭოთა მხარემ მისი და უკრაინაში მისი კოლეგის ერიხ კოხის მკვლელობა ერთდროულად დაგეგმა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცდა არ დაუკლიათ, ვერა და ვერ მოხერხდა კუბეს ლიკვიდაცია. ხუთჯერ დაიგეგმა და ხუთჯერვე აცდა დანაღმულ ადგილს. პარტიზანები „ქუდბედიანს“ ეძახდნენ.
პროფესიით დრამატურგმა ვილჰელმ კუბემ ჰიტლერის ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის წევრმა თავი იმით გამოიჩინა და გახდა ცნობილი, რომ მისი ბრძანების შეუსრულებლობისთვის რამდენიმე ჯარისკაცი და ოფიცერი გასამართლების და გამოძიების გარეშე დახოცა. ამასთან „ფიურერის ჩრდილს“ — მარტინ ბორმანს ექიშპებოდა… და მაინც 1941 წელს ბელორუსიის გაულიტერი გახდა.
ცნობილია მისი გამოსვლა ოფიცრების წინაშე: „საჭიროა, მხოლოდ სახელის „ვილჰელმ კუბე“ ხსენებაზე ძრწოლას იწყებდნენ რუსები და ბელორუსები. რომ გაიგონებენ თუ არა, მათ ტვინი ეყინებოდეთ. დიდი ფიურერის ერთგულო ქვეშევრდომებო, გთხოვთ, დამეხმარეთ ამაში“… და ეხმარებოდნენ… რაკი, ერთი წლის შემდეგ სიამაყით განაცხადა: „მუშა ძალებისთვის“ ყოველგვარი ზარალის მიუყენებლად ბელორუსიაში 55 ათასი ებრაელი დავხოცეთ… მინსკის ოლქში მთლიანად გავანადგურეთ, პოლონეთის ოლქში 16 ათასი და კიდევ 8 ათასი ებრაელი დამატებით დავხოცეთ“.
სერიოზული დავალება: „კუბეს მკვლეობა“ — დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახალგაზრდა ქალმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დაგეგმილი იყო… ამასთან, არასდროს გამოვრიცხავ ბედისწერის ხვედრით წილს, რომელიც ყველა საქმიანობას ახლავს, როგორც ღვთის ნება და წყალობა…
როცა სახლში შედიოდა, კუბეს შინამოსამსახურეს თავსაფარში გამოხვეული ბომბი ხილის კალათაში ჰქონდა ჩადებული. ამან დაცვა დაეჭვა, მაგრამ გოგონა არ დაიბნა და უთხრა, რომ ხელსახოცი დიასახლისისთვის საჩუქრად მიჰქონდა. დაუჯერეს, რადგან იცოდნენ მათი კეთილი დამოკიდებულების შესახებ. ასაფეთქებელი მექანიზმი კაბის ქვეშ ჰქონდა დამალული, რათა ნებისმიერ დროს შეძლებოდა ლეიბზე მისი მიმაგრება… ის-ის იყო ბომბიც დაამაგრა და ასაფეთქებელსაც მოუძებნა ადგილი, რომ კუბეს ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისადმი ზიზღით გამოირჩეოდა, საძინებლიდან კინწისკვრით გამოაძევა… იმავე წამს გავარდა დიასახლისთან და კბილის ტკივილის მომიზეზებით ერთი დღით გათავისუფლება ითხოვა. თანხმობაც მიიღო… სულმოუთქმელად მომლოდინე პარტიზანებმა დაუყოვნებლივ მათთან წაიყვანეს. იქიდან საგანგებო თვითმფრინავით მოსკოვში ჩაიყვანეს და ჯილდოზე წარადგინეს.
ღამე ასაფეთქებელი ამოქმედდა და კუბე ნაფლეთებად აქცია. მისი ორსული ცოლი და შვილები ბედად არ დაშავებულან. მეტიც, შემდეგ ქალმა თავის დროზე მესამე შვილიც გააჩინა.
თავიდან მოსამსახურეზე ეჭვი არ მიუტანიათ, მაგრამ როცა გალინას გაქრობა შენიშნეს და ვეღარ იპოვეს, ყველაფერი გასაგები გახდა.
ამბობენ, რომ კუბეს აფეთქებას გერმანიის რეიჰმინისტრი ჰენრიხ ჰიმლერი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ეს ბედნიერებაა სამშობლოსთვის“… მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მკვლელობის პასუხად მისმი ხელქვეითებს საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინათ. მისი გარდაცვალების დღეს მინსკის ციხეში 300 პატიმარი დახვრიტეს.
ამასთან კუბეს მკვლელობამ მასში გერმანული სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ეჭვი გააჩინა, იმიტომ, რომ მისი სიკვდილით გიმლერი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული. დაირხა ხმები, რომ ეს აქცია საბჭოთა მზვერავებმა მისი დახმარებით განახორციელეს.
„საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდების მინიჭებაზე ხელისმოწერას ხანგრძლივი დაკითხვები და გამოძიება უძღოდა წინ, რადგან წარმატებით ჩატარებულ ამ გახმაურებულ ოპერაციაზე საბჭოთა კავშირის ჯარის სხვა პარტიზანები და დივერსიული ჯგუფები აცხადებდნენ პრეტენზიას… შემოწმებით დადგინდა აქციის ნამდვილი შემსრულებლები და დააჯილდოვეს, ხოლო სხვა პრეტენდენტებს ამჯერად აცნობეს, რომ მათი „მონაცემები არ დადასტურდა“. მსგავსი სხვა შემთხვევაც იყო, როცა ჩეკისტების სპეცჯგუფის წევრებმა „თვალთმაქცობის“ და სხვისი გმირობის მითვისების მცდელობისთვის ექვ-ექვსი წელი პატიმრობა დაიმსახურეს.
როცა საბოლოოდ დადასტურდა ქალების სიმართლე. (დანარჩენ ორზე არაფერს ვამბობ, ცალკე ისტორიებია), მასზე ფილმები გადაიღეს, იწვევდნენ ტელევიზიებში, იწერდნენ ინტერვიუებს, გამოყავდათ როგორც სამაგალითო პატრიოტი, თავდადებული საბჭოთა მოქალაქე და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქალი არ მალავდა, რომ მას შემდეგ, რაც ეს გმირობა ჩაიდინა, მშვიდად არ უძინია. სიკვდილამდე გაიტანჯა იმის გაცნობიერებით, რომ: კუბე თუმცა საბჭოთა კავშირის მოსისხლე მტერი იყო და სრულიად სამართლიანად დაიმსახურა სასჯელი, მაგრამ მისი სახით შინამოსამსახურეს მისთვის კეთილისმყოფელი კაცი მოაკვლევინეს.
ქალს სიკვდილამდე მოსვენება არ ეღირსა, სულ ელანდებოდა, რომ მოკლულის სამი შვილი მასზე შურისძიებას გეგმავნდნენ… მაშინ, როცა დადგენილი იყო, რომ მსგავსი რამ, აზრად არავის მოსვლია… ქალი უსაფრთხოებაში მაინც ვერ დაარწმუნეს.
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტს უთხრა: „მოკლულის ცოლის წერილი მივიღე და რამდენიმე წელი არ გამიხსნია იმის შიშით, რომ შხამით მოწამლული იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს გავხსენი და აღმოჩნდა, ცოლი ყველაფერს მპატიობდა, რომ საკუთარ ხვედრს შეეგუა და არც მისი ოჯახის წევრებს აქვთ ჩემდამი მტრული დამოკიდებულება, ყველამ მაპატია, რადგან მიხვდნენ, რომ პირადად სტალინის დავალებას ვასრულებდი… ვერც მან დამამშვიდა, მაინც ვერ მოვისვენე და დღემდე მშვიდი ძილი დავკარგე… უკვე მოწამლული მაქვს… ფსიქიკა“.
მართალია, ამტკიცებდა, რომ ყოველ გაფაჩუნებაზე კრთებოდა, მიუხედავად ამისა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალს სახელით გალინა — იცნობდნენ და მოიხსენიებდნენ, სინამდვილეში ეს იყო — ელენე მაზანიკი.
ეს ფაქტი მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ დაგიდასტუროთ, რასაც ვიტყვი, ყველაფერი ხალასი სიმართლეა. მხოლოდ სიმართლე, რომელიც უკვე აღარავის ჭირდება.

აი, თქვენ რაში გაინტერესებთ, ვერ ვხვდები. მართალ ნათქვამს მაშინ აქვს ფასი, როცა თავის დროზეა გამხელილი და რაღაცის თავიდან აცილებაში დაგეხმარება… მოსახდენი უკვე მოხდა… თუნდაც „კანონიერი ქურდების“ შესახებ რომ ვთქვათ, მე კი გეტყვით ყველაფერს, მაგრამ ის უკვე იყო და დღევანდელები სრულიად სხვები არიან და იმ „კანონიერ ქურდებთან“ პირველებს რომ ერქვათ, საერთო არაფერი აქვთ…
კანონიერი ქურდების ამჟამინდელი ოფიციალური ეროვნული შემადგენლობა

აქტიურები:
რუსები — 45 (11%)
ქართველები — 250 (59%)
სომხები — 34 (8%)
ებრაელები — 8 (2%)
აზერბაიჯანელები — 12 (3%)
უკრაინელები — 4 (1%)
იეზიდები — 23 (6%)
თათრები — 5 (2%)
ბერძნები — 5 (2%)
უზბეკები — 3 (1%)
აფხაზები — 8 (2%)
ჩეჩნები — 7 (2%)
ბელორუსები — 3 (1%)
ოსები — 3 (1%)
გერმანელები — 1 (1%)
ინგუშები — 3 (1%)
ყაზახები — 3 (1%)
მოლდაველები — 2 (1%)
ლატვიელები — 1 (1%)
ავარიელები — 1 (1%)
ბაშკირები — 2 (1%)
ლეკები — 1 (1%)
ყირგიზები — 2 (1%)
ბალყარები — 1 (1%)
დაღესტნელები — 1 (1%)

— ესენი არიან გავლენიანი ადამიანები და ძველი კანონიერი ქურდებისგან ძირეულად განსხვავდებიან. ადრე თუ არაფრის ეშინოდათ, ამჟამად ეშინიათ „ჩაშვების“. ძალიან უფრთხიან ყველას და ყველაფერს. ოღონდ ციხეში არ მოხვდნენ. უკვე ყველაფერზე მიდიან, რადგან იმ „პირველებს“ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ამათ კი… დასაკარგი თუ ვინმეს აქვთ, ამათ, პირველ რიგში…
— და მაინც გაინტერესებთ „კანონიერი ქურდები“?
— დიახ! თან ძალიან!
— მიხაილ იგნატოვი არის ცნობილი კრიმინალისტი, რომელსაც შეიძლება ენდო. მისი მტკიცებით, ამ ბოლო დროს არის ტენდენცია, „ქურდები“, ადრე ტიტულისთვის თავს რომ იკლავდნენ, ამჟამად მასობრივად არა, მაგრამ მოხშირდა შემთხევევები, როცა ამბობენ: „თქვენთვის მე ქურდი არ ვარ“ — ასეთი საჯარო განცხადებით ქურდული ტიტულის უარყოფა არც თუ დიდი ხნის წინ სრულიად მიუღებლად ქცევად ითვლებოდა. როგორ მოხდა რომ ეს პრაქტიკა შეცვალეს „კანონიერმა ქურდებმა“. იგივე მიხაილ იგნატოვის თქმით: ქურდებს შორის ყველა საკითხი „სხოდკაზე“ წყდება. 2019 წლის შემდეგ უკრაინაში შემოვიდა დამნაშავეთა სამყაროში უმაღლეს იერარქიაში „მდგომარეობის“ „პალაჟენიის“ დასაკავებლად. „კანონიერი ქურდებისგან“ უკურეაქცია მოყვა. ამასობაში ბელორუსიის მთავარი ქურდი დაამცირეს და დაკარგა გავლენა. ასევე, საქართველოში თავის დროზე საკაშვილის პრეზიდენტობისას მსგავსი სცენარი ანტიქუდული კანონი იყო. კრიმინალურმა ავტორიტებმა გაიგეს, რომ ახლა რუსეთში ჩასვამდნენ ქურდული კასტის წარმომადგენლებს. მაგრამ რუსეთის კანონიერი ქურდები ამისთვის უკვე მზად იყვნენ. როცა საქართველოში მათი დაჭერები და ჩასმა დაიწყეს, მოთხოვეს საჯაროდ უარეყოთ ქურდული სტატუსი. თუ უარს არ ამბობდა ხუთი წლით სვამდნენ. თუ უარს იტყოდნენ ეს ჩანაწერი შსს-ში მას შემდეგაც რჩებოდა, როცა ქურდი ციხიდან გავიდოდა. თუ ადრე „ავტორიტეტებს“ კამერაში სტატუსს ეკითხებოდნენ, უნდა გენახათ, როგორი სიამაყით წარმოთქვამდნენ რომ „კანონიერ ქურდებს“ მიეკუთვნებოდნენ: „მე — ქურდი ვარ“! — ისე ამბობდნენ, თითოს ქურდი კი არა, საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსი ყოფილიყვნენ. ახლა ყველაფერი შეიცვალა შეკითხვაზე მოკრძალებულად პასუხობენ ასე: „თქვენთვის მე ქურდი არ ვარ, ვინც საჭიროა იმან ისედაც ყველაფერი იცის“. საქმე იმაშია, რომ „სხოდკაზე“ გადაწყდა, რომ „კანონიერს“ შეუძლია თქვას „ქურდი არ ვარ“ და ეს დამნაშავეთა სამყაროში უკანდახევად არ ჩაითვლება. პირველად ეს ფორმა „კანონიერმა ქურდმა“ ოლეგ მუხამეტშინმა გამოიყენა და სასჯელისთვის თავი რომ დაეღწია, თქვა: არ ვარ ქუდიო და გაუვიდა. ქურდებმა ჩათვალეს, რომ ეს მომგებიანი სვლაა. ასევე, ბელორუსიაში „ქურდი ვარო“ იტყვის თუ არა, სულ ერთია რისთვის, მაშინვე ციხეში უკრავენ თავს. იმიტომ, რომ ლუკაშენკომ თქვა: რესპუბლიკაში არანაირი ქურდები არ მჭირდება და მორჩა, ქურდებს არავინ ეცერემონიება. ყველა მათგანზე დაწესებულია მეთვალყურეობა და მათ ეს იციან. ახლა სანამ დავისვენებდე, რომ არ დამავიწყდეს, გეტყვით: განათლებულ, კულტურულ და ზოგადად ინტელექტუალებსა და სრულიად გაუნათლებელ ადამიანებს ფსიქიკის სამართავად იდეაში ზუსტად ერთიდაიგივე რაოდენობის სიკეთის და ბოროტების ჰორმონები აქვთ. მაგრამ პირველებმა ისწავლეს, ან გენეტიკურად ერგოთ მემკვიდრებით და ბოროტების გამოვლენის წინააღმდეგ „მუხრუჭები“ აქვთ, მეორეებს — არა. იმ „მუხრუჭებს“ სინდის-ნამუსი, პატიოსენება, ღირსება ჰქვია სახელად, რომელიც იმისთვის გამოიყენება, რომ ადამიანმა თუ ის ადამიანია და არა უბრალოდ ამ სახელის მატარებელი: უნდა გაიხაროს სხვისი გახარებით!

მესამე ნაწილის დასასრული … (მეორე ნაწილი იხილეთ აქ…)

თამარ ქართლელი

Loading…

მსგავსი პოსტები

ალექსანდრე პოტიომკინი აფხაზებსა და აფხაზეთზე

გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი